მთავარი » ახალი ამბები » მოსახლეობამ უნდა მიიღოს მაღალი ხარისხის მედიკამენტები ხელმისაწვდომ ფასად
სახელმწიფომ უნდა შექმნას ხარისხის კონტროლის მექანიზმი, რაც გამორიცხავს საშიშროებას, რომ მოქალაქეებისათვის დაბალი ხარისხის პროდუქცია იქნება ხელმისაწვდომი.

მოსახლეობამ უნდა მიიღოს მაღალი ხარისხის მედიკამენტები ხელმისაწვდომ ფასად

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოდის. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, „ჰუმანითი ჯორჯია“ ბაზარზე ამბიციური გეგმებით შემოდის. 

მისი თქმით კომპანია მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. 

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც. ისინი განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა და ახალი ფარმაცევტული კომპანიის  „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიების შემოსვლა მისასალმებელია. იმედი მაქვს, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან გარკვეული მონოპოლიზება დასრულდება. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმი, რაც გამორიცხავს საშიშროებას, რომ მოქალაქეებისათვის დაბალი ხარისხის პროდუქცია იქნება ხელმისაწვდომი. მოსახლეობამ უნდა მიიღოს მაღალი ხარისხის მედიკამენტები ხელმისაწვდომ ფასად“, – განაცხადა ჩაფიძემ.

ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების პარალელურად მედიკამენტების გაიაფების ხელშეწყობის მიზნით, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებასა და ბაზარზე მისი შემოსვლის აუცილებლობას მიიჩნევს.

საზოგადოების დიდი ნაწილი მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების ერთ-ერთ წინაპირობად ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას ასახლებს. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ჯენერიკების შესახებ ინფორმაციულობის დონე და ქვეყენაში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი უნდა გაიზარდოს, რაც თავისთავად გაზრდის ნდობას ჯენრიკების, მათ შორის ინდური წარმოების მედიკამენტების, მიმართ.

მედიკოსები და სპეციალისტები საზოგადოებაში დამკვიდრებულ მოსაზრებას, ქართული და ინდური წარმოების მედიკამენტების უხარისხობის თაობაზე, მითს უწოდებენ.

რაც შეეხება ჯენერიკ მედიკამენტებს, მაჟორიტარ დეპუტატს მიაჩნია, რომ  ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებით ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება,რაც მედიკამენტებზე ფასები დაწევს.

„ჯენერიკი იგივე შემადგენლობისა და ეფექტის მომცემი წამალია, როგორც ბრენდი. ჯენერიკს ამზადებს არა ბრენდ მედიკამენტის გამომგონებელი კომპანია, არამედ სხვა მისი გამოშვების უფლების მქონე მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანია, რომელსაც მისი წარმოება გაცილებთ იაფი უჯდება, რადგან ბრენდი უკვე გამოცდილი მედიკამენტია. მიმაჩნია, რომ ჯენერიკების გამოყენება არის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა, რომ მედიკამენტებზე ხელისაწვდომობა გაიზარდოს“, – აღნიშნავს ჩაფიძე.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …