მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » „მოსახლეობამ მედიკამენტები ჭარბი რაოდენობით შეიძინა“ – როგორ ხსნიან ჯანდაცვის სამინისტროში თურქეთიდან შემოტანილი წამლების დეფიციტს

„მოსახლეობამ მედიკამენტები ჭარბი რაოდენობით შეიძინა“ – როგორ ხსნიან ჯანდაცვის სამინისტროში თურქეთიდან შემოტანილი წამლების დეფიციტს

თურქეთიდან იმპორტირებული, დაბალფასიანი მედიკამენტების დეფიციტი მოსახლეობის მხრიდან წამლების ჭარბი რაოდენობით შესყიდვამ გამოიწვია. ასეთი პასუხი გასცა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ ამ საკითხზე დასმულ შეკითხვას.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მომხმარებლები თურქეთიდან შემოტანილი სხვადასხვა მედიკამენტის დეფიციტის შესახებ საუბრობენ. ერთერთ მაგალითად მედიკამენტი „კრესტორი“ მოჰყავთ, რომელიც რამდენიმე კვირაა, არცერთ სააფთიაქო ქსელში არ არის.

ეკატერინე ადამიამ ამ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ მოსახლეობამ თურქეთის ბაზრის გახსნა გაიგო არა სისტემურ გადაწყვეტილებად, არამედ აქციად და შემდგომი მოლოდინების საპასუხოდ მედიკამენტები ჭარბი რაოდენობით შეიძინა.

ამასთან, ადამია ამბობს, რომ თურქეთიდან წამლების შემოტანის პროცესი უწყვეტად გაგრძელდება, მოიმატებს იმპორტი  და დეფიციტები აღმოიფხვრება.

ეკატერინე ადამიას განმარტებით, თურქეთი დაემატა აღიარებითი ქვეყნების სიას და გამარტივდა ამ ქვეყნიდან წამლების რეგისტრაცია. პირველივე კვირაში სიახლე 80-მდე მედიკამენტს შეეხო და დღეს უკვე მათი რაოდენობა 200-ზე მეტია.

„რაღაც პოზიციებზე შეიძლება იყო წერტილოვანი პრობლემა, მაგრამ ზოგადად ეს ასე არაა და ეს ყველაფერი გამოსწორებადია,“- აღნიშნა ეკატერინე ადამიამ.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …