მოსახლეობა სამწუხაროდ დაზღვევას ნაკლებად ყიდულობს და ძირითადად დაზღვეული კორპორატიული სექტორია”, – განაცხადა „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა.
მისი თქმით, ჯანმრთელობის დაზღვევაში ძირითადი მყიდველი სახელმწიფო ორგანიზაციებია.
“ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო, ესტონური მოდელის პირველი ეტაპიდან ამოვარდით ჩვენი 6 მილიონიანი მოგებით. რაღაცნაირი დამოკიდებულებაა დაზღვევის მიმართ, მთავრობა განსხვავებით ყველა წარმატებული მთავრობისგან მსოფლიოში დაზღვევას არ იყენებს.
სავალდებულო დაზღვევები კეთდება იმიტომ, რომ ასე სწორად იმართება ის რისკები, რომელიც არსებობს. მესმის, რომ სავალდებულობა პოპულარული თემა არ არის, მაგრამ ის ქვეყნები, რომლებიც მომავალზე ფიქრობენ და წარმატებულები არიან, ამას აქტიურად იყენებენ”, – აცხადებს ხეჩინაშვილი.