მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება დაუშვებელია
მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება დამღუპველია. ამას მოჰყვება გართულებები და უარესიც, მწვავე დაავადებები.მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება დამღუპველია. ამას მოჰყვება გართულებები და უარესიც, მწვავე დაავადებები.

მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება დაუშვებელია

ანტიბიოტიკების არამიზნობრივი მოხმარების კუთხით, სამწუხაროდ, საქართველო მსოფლიოში ისევ ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. როგორც ნავარაუდები იყო, საკითხი მეტ-ნაკლებად დაარეგულირა რეცეპტული სისტემის შემოღებამ, თუმცა, პრობლემა პრობლემად რჩება. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა მირიან წიკლაურმა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, რეცეპტული სისტემის შემოღებამ პრობლემა ნაწილობრივ შეამსუბუქა, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ საჭიროა როგორც ექიმების, ისე მოსახლეობის უფრო მეტად ინფორმირება.

„ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯი უკვე გადადგმულია, ვგულისხმობ რეცეპტულ სისტემას. ანტიბიოტიკები უკვე მხოლოდ რეცეპტით გაიცემა. ამ სისტემის შემოღების შემდეგ, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია ფუნქციონირებს, ანტიბიოტიკების არამიზნობრივი მოხმარება, ბუნებრივია,  შემცირდა.

ვფიქრობ, თუკი ადგილი აქვს შემთხვევებს, როდესაც თავად ექიმები უწერენ პაციენტს  ანტიბიოტიკს არამიზნობრივად, აუცილებელია შესაბამისი სწავლებების ჩატარება. უნდა ჩატარდეს ტრენინგები, სემინარები, სადაც ანტიბიოტიკების დანიშნულებისამებრ გამოყენება იქნება განხილული“, – აღნიშნავს წიკლაური.

მისი აზრით, გარდა ექიმებისა, ინფორმაციის მიწოდება საჭიროა მოსახლეობისთვისაც. „მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება დამღუპველია. ამას მოჰყვება გართულებები და უარესიც, მწვავე დაავადებები შეიძლება გართულდეს და გადავიდეს ქრონიკულში, რაც, ცხადია, უფრო ძნელი სამკურნალოა. ამიტომ, მოსახლეობის ინფორმირებაა საჭიროა, თუმცა აფთიაქებშიც ადმინისტრირება უფრო მკარცად უნდა განხორციელდეს, რომ აღიკვეთოს ურეცეპტოდ მედიკამენტების გაცემის შესაძლებლობა“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.

primetimenews.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …