მთავარი » დაზღვევა » მომავალი წლიდან კერძო და საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე პირები ძალიან მკვეთრად გაიმიჯნებიან
ირმა ორი წყაროდან არ უნდა მიიღოს დაზღვევა. მომავალი წლიდან კერძო და საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე პირები ძალიან მკვეთრად გაიმიჯნებიან.

მომავალი წლიდან კერძო და საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე პირები ძალიან მკვეთრად გაიმიჯნებიან

535 000 ადამიანი, რომელიც დაზღვეულია კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაც იყენებს, რაც აღარ მოხდება , – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

გარდა ამისა, აკაკი ზოიძემ რამდენიმე დღის წინ საკანონმდებლო პაკეტში ცვლილებები წარადგინა, რომლის მიხედვითაც საარსებო შემწეობა, რომელიც 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაიცა ლეგალიზებულად ჩაითვლება და დაბრუნებას არ დაექვემდებარება.

-ბატონო აკაკი, საინტერესოა საყოველთაო დაზღვევის ოპტიმიზაციის საკითხი, საბოლოო ციფრია თუ არა ეს 535 000 ადამიანი, რომლებიც უკვე კერძო დაზღვევით სარგებლობენ და საყოველთაო დაზღვევას ვეღარ მიიღებენ?  

-თუ არ ვცდები, ციფრი კიდევ გაზრდილია, მაგრამ აქ პრინციპი და იდეა სხვა არის და ციფრი გაჟღერებული იმიტომ იყო, რომ ამდენი კერძოდ დაზღვეული ადამიანი საყოველთაო დაზღვევით მაინც სარგებლობს და მათი დიდი ნაწილისთვის ჯანდაცვითი მომსახურება და მათი ხარჯების დაფარვა დუბლირებულია, ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობენ და რაც რჩება იმ ნაწილს კერძო სადაზღვევო კომპანიები უნაზღაურებენ.

ამ ადამიანების უმეტესობას კონტრაქტში უწერია, რომ ეს კერძო დაზღვევის ჩამანაცვლებელი პაკეტი კი არ არის, არამედ შემასვებელია, იმის ზემოთ, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაფარავს.

ამ პროცესის გამიჯვნა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, პირმა ორი წყაროდან არ უნდა მიიღოს დაზღვევა. მომავალი წლიდან კერძო და საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე პირები ძალიან მკვეთრად გაიმიჯნებიან. მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც შესაძლებლობა არ აქვს მიიღებს გაფართოვებულ პაკეტს, მათ შორის უმწეო მოსახლეობა, ისეთ პაკეტს, როგორიც არის მედიკამენტები ყველაზე ხშირი ქრონიკული დაავადებებისათვის.

მეორე, ანუ საშუალო ფენას მინიმალური პაკეტი ექნება საყოველთაო ჯანდაცვიდან, რომ კერძო დაზღვევიდან შემავსებელი პაკეტი შეისყიდოს და არის მესამე ფენა, რომელსაც მხოლოდ კატასტროფული დანახარჯებისგან თავის არიდების გარკვეული გარანტია ექნება.

-გამოდის, რომ ჯანდაცვის დაფინანსების საკითხი მოქალაქეების შემოსავლებს მიებმება – რა თანხა დაიზოგება პროგრამაში და ბიუჯეტი რამდენით იქნება დაზოგილი?

-ჩემი აზრით, საკმაოდ მნიშვნელოვნად დაიზოგება იმისდა მიხედვით, თუ რა ქონებრივ ზღვარზე და ცენზე გავავლებთ ზღვარს. ამ ინფორმაციის დაანონსებით ჩვენ დისკუსია გავხსენით, რომელიშიც ალბათ 3 თვის განმავლობაში ყველა დაინტერესებული მხარე ფართოდ მიითებს მონაწილეობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი კომიტეტი ღია პლატფორმა იქნება, სადაც ეს მსჯელობები, რა თქმა უნდა, სამინისტროსთან ერთად გაიმართება, რადგან საბოლოო წინადადება ჩამოვაყალიბოთ, რომელსაც შემდეგი 3-4 თვის განმავლობაში შევძლებთ, რომ კონკრეტული საკანონმდებლო წინადადების სახე მივცეთ. პრინციპი უნდა იყოს ისეთი, რომ საყოველთაო შენარჩუნებით მიზნობრიობა გაიზარდოს.

-როგორც ვიცით, სახელმწიფო 300 მედიკამენტზე ზღვრული ფასების დაწესებას მოახდენს…  

-აქ საუბარია ე.წ. ფასების ეტალონურ სისტემაზე, პრეფერენციულ ფასებზე, რომელიც ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, სადაც ბაზარს არანაკლებ პატივს სცემენ, ვიდრე ჩვენთან და კარგად ესმით რატომ არეგულირებენ და რატომ-არა.

აშშ-ში ძირითადი მოტივაცია რატომაც არ ხდება ფასების დარეგულირება არის ის, რომ მედიკამენტების კვლევა ძალიან დიდ დანახარჯებს მოითხოვს და ამ შემთხვევაში შიშობენ, რომ ახალი მედიკამენტების გამოგონება აღარ მოხდება იმის გამო, რომ ამ დანახარჯებს სრულად ვერ გაითვალისწინებენ ის ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც ძირითადი ლოკომოტივები არიან ამ სამეცნიერო კვლევისა, რომელიც ახალი მედიკამენტების გამოგონებით მთავრდება.

ჩვენთან არ მგონია, რომ ეს თემა დიდი პრობლემა იყოს, არ მგონია, რომ ჩვენი ფარმაცევტული კომპანიები ბევრ ახალ მედიკამენტებს იგონებდნენ და დიდ კვლევით სამუშაოებს აწარმოებდნენ. ჩვენთან მოგების მარჟები საკმაოდ მაღალია განსხვავება საბითუმო და საცალო ფასებს შორის და დღეს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ 300 მედიკამენტზე ვსაუბრობთ, რომლებიც ძირითრადად ქრონიკული ავადმყოფების სამკურნალოდ გამოიყენება.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …