„მოდერნას“ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა. ინფორმაციას CNN კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე, შტეფან ბანკელზე დაყრდნობით ავრცელებს. ცდაში 12-დან 17 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ.
„მოხარულები ვართ შუალედური ანგარიშის შედეგებით. წინასწარი მონაცემებით, ვაქცინა მოზარდებში ვირუსის წინააღმდეგ 96 პროცენტითაა ეფექტური და მას სერიოზული უკუჩვენებები არ მოჰყოლია“, – განაცხადა შტეფან ბანკელმა.
ამ დროისთვის „მოდერნას“ ვაქცინა 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვისაა რეკომენდებული.
1tv.ge