მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მნიშვნელოვანია მედიკამენტოზური მკურნალობის ეფექტი და არა მისი მწარმოებელი ქვეყანა
დანიშნულების მიცემისას მნიშვნელოვანია ის შედეგი და მედიკამენტოზური მკურნალობის ეფექტი, რასაც ესა თუ ის მედიკამენტი იძლევა და არა მისი მწარმოებელი ქვეყანა.

მნიშვნელოვანია მედიკამენტოზური მკურნალობის ეფექტი და არა მისი მწარმოებელი ქვეყანა

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს რამდენიმე დღეში კომპანია “ჰუმანითი ჯორჯია” მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს, რომელთა ხარისხი საერთაშორისო სერტიფიკატებით იქნება დადასტურებული. 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში იანვრის ბოლოს შემოვა.

ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენას მედიკოსები, სპეციალისტები და პოლიტიკოსები მიესალმებიან. პედიატრი და კარდიოლოგი გიორგი დგებუაძე მიიჩნევს, რომ ბაზარზე ახალი კომპანიების გამოჩენა მისასალმებელია. ამასთან, ექიმი კონკურენციის მოსალოდნელ გაზრდაზეც საუბრობს.

„ბაზარზე რაც მეტი კომპანია იქნება და შესაბამისად, მეტი არჩევანი, ეს უკეთესია, თავისთავად ცხადია. ამასთან, აღნიშნული კომპანიის მიერ შემოტანილი პრეპარატები ხარისხიანი იქნება, მის შემოსვლას მხოლოდ მივესალმები“, – აცხადებს დგებუაძე.

ექიმი მედიკამნეტების მწარმოებელ ქვეყნებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისთვის მნიშვენლობა არ აქვს მედიკამენტის მწარმოებელ ქვეყანას, თუ პრეპარატის ხარისხში დარწმუნებულია.

დანიშნულების მიცემისას ჩემთვის მნიშვნელოვანია ის შედეგი და მედიკამენტოზური მკურნალობის ეფექტი, რასაც ესა თუ ის მედიკამენტი იძლევა და არა მისი მწარმოებელი ქვეყანა. ჯენერიკების მიმართ ნდობის პრობლემა არ მაქვს, თუმცა თუ არჩევანი მეძლევა, მაინც ორიგინალ პრეპარატს ვანიჭებ უპირატესობას. ამ ფონზე აუცილებელია ქვეყენაში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი გამკაცრდეს და ნდობის პრობლემაც დარეგულირდება“, – აღნიშნა გიორგი დგებუაძემ.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …