მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მივესალმები ახალი მოთამაშეების შემოსვლას თუ მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი გამკაცრდება
ფასები კვლავ პრობლემად რჩება. მივესალმები ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას, არ აქვს მნიშვნელობა, მედიკამენტები ინდოეთში იქნება წარმოებული თუ ჩინეთში.

მივესალმები ახალი მოთამაშეების შემოსვლას თუ მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი გამკაცრდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.ასევე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მედიკამენტებზე არსებული კატასტროფული ფასები.

სამინსიტროში არსებული მდგომარეობიდან ერთ-ერთი გამოსავალად ბაზარზე კონკურენციის გაზრდა და მაღალი ხარისხის ჯენერიკ-მედიკამენტების შემოტანა მიიჩნევენ, სულ მალე,  ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშე „ჰუმანითი ჯორჯია” შემოვა, რომელიც პირველ ეტაპზე პირველადი მოხმარების ჯენერიკ-მედიკამენტებს გაყიდის. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, დავინტერესდით, თუ რას ფიქრობენ  აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.

კავშირ „საქართელოს გულის ფონდის” თავმჯდომარე ზურაბ ოკუჯავა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს:

„მედიკამენტებზე არსებული და ბოლო დროს კიდევ უფრო გაზრდილი ფასები კვლავ პრობლემად რჩება. მივესალმები ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას, არ აქვს მნიშვნელობა, მედიკამენტები ინდოეთში იქნება წარმოებული  თუ ჩინეთში. მთავარია, აქ,ადგილზე შემოწმდეს მედიკამენტების ხარისხი. ქვეყანაში აუცილებლად უნდა გაიზარდოს წამლის ხარისხის კონტროლი.

განსაკუთრებით კი, ნედლეულის ხარისხი უნდა შემოწმდეს. შესაძალოა, პირადად, მიმაჩნია, რომ  დავუნიშნო პაციენტს ბრენდი და მქონდეს გარანტია,რომ ფინანსური ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე აუცილებლად იყიდის ამ წამალს,მაგრამ დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს აუცილებელად სხვა ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ. ისინი დაცულები უნდა იყვნენ, სჯობს, მიიღონ სანდო და შედარებით დაბალ ფასიანი ჯენერიკები, ვიდრე მედიკამენტის გარეშე დარჩნენ.

ინდოეთში ძალიან ბევრი ფარმაცევტული ქარხანაა,  ისე როგორც სხვა დიდ ქვეყნებში, მთავარი მაინც ხარისხის კონტროლია. რადგან საქართველოში  წამლის იმპორტირებაზე  შეზღუდვა არარსებობს, სწორედ ხარისხის კონტროლით დარეგულირდება სანდოობის პრობლემა”, -ამბობს ოკუჯავა.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …