მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მირიან წიკლაური: სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას
სტეფანწმინდის დეპუტატი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მირიან წიკლაური მედიკამენტების ფასების რეგულირების საკითხს გამოეხმაურა.

მირიან წიკლაური: სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას

სტეფანწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მირიან წიკლაური მედიკამენტების ფასების რეგულირების საკითხს გამოეხმაურა.

„მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად სახელმწიფო აკეთებს იმას, რომ ხელი შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას, რათა ბაზარზე შემოვიდნენ ახალი მოთამაშეები. ეს თავისთავად გამოიწვევს ფასების დარეგულირებას.

მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე კომპანია არ შეთანხმდეს და არ დააწესონ შეუსაბამო ფასები, რაც მხოლოდ მათ კომერციულ ინტერესზე იმუშავებს. ამისათვის საჭიროა ხელი შეეწყოს ჯანსაღ კონკურენციას, რომ შემოვიდნენ ახალი კომპანიები და შემდგომში ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასსაც და ხარისხსაც“, – აცხადებს წიკლაური.

მისი აზრით, ბაზარზე წამლების არალეგალურად შემოტანა ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან საბაჟო სამსახური გამართულად მუშაობს. ამიტომ, კონტრაბანდული პროდუქციის შემოტანა, სურვილის მიუხედავად, ძალიან გაუჭირდება ნებისმიერს.

„რაც შეეხება იმ მედიკამენტების ფასს, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მასში შემავალი ნივთიერებების თვითღირებულებას, ამ შემთხვევაში გააჩნია მწარმოებელ ქვეყანას.

მაგალითად, ინდოეთში წარმოებული წამალი გაცილებით იაფი ეღირება, ვიდრე საფრანგეთში და იგივე სატუაციაა მასში შემავალ ნივთიერებებთან დაკავშირებითაც. ასევე, შესაძლებელია რომელიმე წამალი გამოგონილი იყოს ერთ ქვეყანაში, თუმცა სხვაგან იწარმოებოდეს მისი ჯენერიკი, რომელიც გაცილებით უფრო იაფია“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …