მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა საქართველოშია

მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა საქართველოშია

 COVID-19 ვაქცინის დამატებითი 1 000 000 დოზა საქართველოშია.
ინფორმაციას Metro Logistics-ი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაკვეთით, Metro Logistics-მა კიდევ ერთხელ უზრუნველყო ტვირთის საქართველომდე ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა საბაჟო პროცედურა და სრული ლოგისტიკური პროცესი.
როგორც კომპანიაში jandacva.ge-ს განუცხადეს, სინოვაკის და სინოფარმის ვაქცინების 500 ათასდოზიანი ტვირთი თბილისის აეროპორტში დღეს, დღის 2 საათზე ჩამოვიდა.
აღნიშნულმა კომპანიამ მანამდე “ასტრაზენეკას” ვაქცინის საქართველოში ჩამოტანა უზრუნველყო.
ვაქცინების ახალი დოზების მიღებასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადებები გაკეთდება.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …