მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მიხეილ მახარაძე: ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალი კონკურენცია მოსახლეობისთვისაა მომგებიანი
მიხეილ მახარაძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რაც მეტი კომპანია შემოვა ფარმაცევტულ ბაზარზე უკეთესია მოსახლეობისათვის.

მიხეილ მახარაძე: ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალი კონკურენცია მოსახლეობისთვისაა მომგებიანი

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  წევრი მიხეილ მახარაძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რაც მეტი კომპანია შემოვა ფარმაცევტულ ბაზარზე, ეს უკეთესია მოსახლეობისათვის.

„პროცესი განსაკუთრებით საინტერესო ხდება მაშინ, როცა გვპირდებიან, რომ მათი მედიკამენტების ფასი 30%-ით იაფი იქნება არსებულ ფასებთან შედარებით. ამას ვამბობ როგორც პარლამენტარი და როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. ასე რომ, ახალი კომპანიის გამოჩენას, რასაკვირველია, მხოლოდ მივესალმები”, – განაცხადა მიხეილ მახარაძემ.

ახალი ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას” გამოჩენას არსებული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდანაც დადებითი შეფასება მოჰყვა. მათი თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ფარმაცევტული ბაზარი კონკურენტულია, კონკურენცია არის პროგრესის მამოძრავებელი ძალა, ეს კი ყველაზე მეტად საბოლოო ჯამში მომხმარებელს წაადგება სასიკეთოდ.

მომხმარებლს უკვე შეუძლია ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელში ჰუმანითი ჯორჯიას კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების მინიმუმ 30%-ით დაბალ ფასად შეძენა. უახლოეს მომავალში კი სააფთიაქო ქსელები „ავერსი”, „იმპექს-ფარმა”, „PSP”, „სახალხო აფთიაქი”, „არმადეპო”, „ფარმ სახლი” და „GPC” სხვა ჯგუფის მედიკამეტებითაც მომარაგდება.

„მედიკამენტების ხარისხი ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა. ყველა მედიკამენტი მზადდება GMP ხარისხის მქონე ქარხნებში. გარდა ამისა, ჩვენ დამატებით ვატარებთ სერიულ შემოწმებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ლიცენზირებულ ლაბორატორიაში. პირველ ეტაპზე ჩვენ შემოგვაქვს მოსახლეობაში ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატები, ეს არის კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტები. მოკლე დროში ჩვენ საგრძნობლად გავაფართოვებთ ჩვენს პორთფელს და მოვიცავთ უმრავლეს თერაპიულ ჯგუფებს პაციენტების მკურნალობისათვის”,

– აღნიშნა კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას”  გენერალურმა დირექტორმა ანდრეი კუზმამ.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …