გლობალური ალიანსის და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივ ინიციატივას ,,რა გაწუხებთ“ ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაცია და პორტალი jandacva.ge შეუერთდა.
დღეიდან ჩვენი ასოციაციის წევრი ჟურნალისტები ამ კითხვით პოლიტიკოსებს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, დარგის ექსპერტებს მივმართავთ და შევეცდებით მათი მოსაზრებები გაგიზიაროთ.
jandacva.ge-ის შეკითხვის პირველი ადრესატი საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანია. მას აწუხებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მედიკამენტებზე ფასის ზრდა შეინიშნება, შესაბამისად გაძვირდა მისი სადაზღვევო გადასახადიც. ამასთან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ქართველი ექიმების კვალიფიკაციით კმაყოფილია და მათ დიაგნოსტიკაში ეჭვი არ ეპარება.
გლობალური ალიანსისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სოციალური კამპანია 22 იანვრიდან დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის გამოკითხვას ჯანდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებით. სოციალური კამპანიის მიზანია ზუსტად განისაზღვროს მოსახლეობის სურვილები და მოლოდინები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების განხირციელების დროს გაითვალისწინებს.