მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » მერია C ჰეპატიტის პროგრამაში ერთვება
მერია

მერია C ჰეპატიტის პროგრამაში ერთვება

თბილისის მერია 13 მაისიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ერთვება. როგორც მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა სწრაფი მარტივი მეთოდით უფასო იქნება თბილისში იურიდიულად რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ასევე, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირებისთვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი აქვთ თბილისში.
მისი თქმით, აღნიშნული მომსახურების მისაღებად მოქალაქეებმა თბილისის მერიის ააიპ “ეროვნულ სკრინინგ ცენტრს” უნდა მიმართონ.
გელა ჩივიაშვილის განმარტებით, C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართვამდე , პირებისთვის რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, კვლევები უფასო იქნება. ჯანდაცვის სამინისტრო მათ 70%-ით, ხოლო თბილისის მერია 30%-ით დააფინანსებს.

“თბილისში იურიდიულად რეგისტრირებულ ყველა სხვა პირს და იძულებით გადაადგილებულ პირებს კი თანხის მხოლოდ 10%-ის გადახდა მოუწევთ, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრო მათ 30%-ით, ხოლო თბილისის მერია 60%-ით დააფინანსებს. C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების ჩატარების მიზნით, პირებმა, რომლებიც ჩართული არიან ჯანდაცვის სამინისტროს, “C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის” C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტში, უნდა მიმართონ ჰეპატოლოგიურ კლინიკა “ჰეპას”, შპს “ნეოლაბს”, სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრსა და შპს “მრჩეველს”, – აცხადებს გელა ჩივიაშვილი.
მისი თქმით, პროგრამით დაგეგმილი ღონისძიებების დასაფინასებლად თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში 800 000 ლარია გათვალისწინებული.

kvira.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …