ვაზიანში ხვალ, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე, C ჰეპატიტის საყოველთაო უფასო სკრინინგის აქცია გაიმართება.
აქციის ფარგლებში, C ჰეპატიტზე სკრინინგის „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი“ საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მომსახურეებს სპეციალურად მოწყობილ მობილურ ამბულატორიებში ჩაუტარებს.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ხიდაშელი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით სერგეენკო დაესწრებიან, რომლებიც სკრინინგს ჯარისკაცებთან ერთად გაივლიან.