მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » მემორანდუმი შშმ ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციაზე
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ამ ეტაპზე მოქმედი ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ჩვილ ბავშვთა სახლი და კოჯრის შშმ ბავშვთა სახლის გაუქმება.

მემორანდუმი შშმ ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციაზე

ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზიაციის ახალი ეტაპი იწყება.

სახელმწიფო თავის პარტნიორებთან ერთად გეგმავს ახალი სერვისების შექმნას, რათა მოხერხდეს ქვეყანაში დარჩენილი შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი 2 დიდი ზომის ბავშვთა სახლის ეტაპობრივი გაუქმება და იქ მცხოვრები ბავშვების ალტერნატიულ, მცირე ზომის საოჯახო სახლებში განთავსება.

დღეს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ურთიერთგაგების მემორანდუმს აფორმებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და გაეროს ბავშვთა ფონდი.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია იმ ორი დიდი ზომის ინსტიტუციის ეტაპობრივი გაუქმება, რომელიც ქვეყანაში ამ ეტაპზე მოქმედებს – ესაა ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ჩვილ ბავშვთა სახლი და კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი. ამ თანამშრომლობის შედეგად ამ სახლების ბენეფიციარებისთვის- მზრუნველობამოკლებული, მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, ალტერნატიული, მცირე ზომის მომსახურებები უნდა შეიქმნას.

აღნიშნული სერვისი მიახლოებული იქნება ოჯახურ გარემოსთან, ამასთან, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს აღსაზრდელთა ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებასა და მზარდი შესაძლებლობების განვითარებას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვების შეფასება მულტიდისციპლინური გუნდის (პედიატრები, ფსიქოლოგები, სოცმუშაკები, ოკუპაციური თერაპევტები) მიერ. ისინი ბავშვების საჭიროებებს ინდივიდუალურად სწავლობენ, რათა შეიქმნას მათთვის მაქსიმალურად გამართული და ადაპტირებული სერვისები. სახელმწიფო ამ პროცესში აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …