შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური მრჩეველის ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში ფსიქიატრიული ინფრასტქრუქტურის გაუმჯობესებას და კლინიკების მშენებლობას სენაკსა და თელავში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ და ჩინეთის საელჩოს ეკონომიკურმა და კომერციულმა მრჩევლმა ლიუ ბომ.
საქართველოში იმყოფება ჩინეთის ხუნანის არქიტექტურული დიზაინის ინსტიტუტის ჯგუფი, რომელიც ქართველ კოლეგებთან ერთად ფსიქიატრიული კლინიკის პროექტზე მუშაობენ. მშენებლობა ზაფხულში დაიწყება 2017 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.