ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე რეგისტრაცია დაიწყო. გამოცდებზე რეგისტრაცია 14 მარტიდან – 25 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საკვალიფიკაციო გამოცდაზე მაძიებელთა რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე – http://onlinereg.moh.gov.ge/login.html რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გამოცდაზე დაშვებულ მაძიებლებს, სატელეფონო შეტყობინებით ეგზავნება ინფორმაცია გამოცდის თარიღისა და დროის თაობაზე. გამოცდის ჩატარების ადგილი გამოქვეყნდება სამედიცინო
და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებ-გვერდზე – www.rama.moh.gov.ge – სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განაცხადების რეგისტრაცია
მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III კორპუსში, მისამართზე – ვაჟა-ფშაველას გამზირი N29. რეგისტრაცია შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 10:00-დან 18:00 საათამდე, (შესვენება 13:00-14:00სთ.)
გამოცდებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე – http://rama.moh.gov.ge/geo/list/show/644/644.