მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკოსები ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოვების ინიციატივას დადებითად აფასებენ
მედიკოსი დადებითად აფასებსინიციატივას, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის ამოქმედებაზე და ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოვების შესახებ.

მედიკოსები ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოვების ინიციატივას დადებითად აფასებენ

თბილისი (GBC) – ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა დადებითად შეაფასა და თავისი აზრი გამოთქვა შპს სამშობიარო ,,იმედის კლინიკის” მეან-გინეკოლოგმა ირინა ქოროღლიშვილმა

ექიმის განცხადებით, ნებისმიერი სიახლე ჯანდაცვის სისტემაში მისაღებია, რადგან ეს ჯანდაცვის სფერო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სრულიად მივიწყებული იყო. ქოროღლიშვილმა მედიკამენტების გაძვირებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ წამალზე ფასები თითქმის გაორმაგდა, რაც სრულიად მიუღებელია. 

„მედიკამენტები ძალიან გაძვირდა. იმ მედიკამენტებს, რომლებსაც წლების განმავლობაში  ვიყენებთ, მომატებული აქვს ძველი ღირებულების ნახევარი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ წამალზე ფასი გაორმაგდა. მოგეხსენებათ, პაციენტის მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს შეადგენს მედიკამენტოზური მკურნალობა. თუ პროცესი ასე გაგრძელდება,  პაციენტების დიდი ნაწილი ვეღარ შეძლებს მკურნალობის კურსის გავლას და ექიმის მიერ გაწეული ძალისხმევა იქნება სრულიად უშედეგო. საკითხი აუცილებლად დასარეგულირებელია სახელმწიფოს მიერ.”- ამბობს ქოროღლიშვილი. 

მედიკოსი დადებითად აფასებს სამინისტროს ინიციატივას, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის ამოქმედებაზე და ქვეყანაში ხარისხიანი ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოვების შესახებ. 

ისინი აღნიშნავენ, რომ ექიმების უმრავლესობა უარს იტყვის ძვირადღირებულ ბრენდულ მედიკამენტებზე და პაციენტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე  გამოუწერს ხარისხიან დაბალი ფასის მქონე ჯენერიკ მედიკამენტს. 

ირინა ქოროღლიშვილმა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც ისაუბრა. ექიმის აზრით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება და ასეთ პირობებში ამ პროგრამის ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია. 

,,რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ყველა აღფრთოვანებულია. ნებისმიერი მიმართულებით ხდება გარკვეული დაფინანსებები. ოპერაციების უმეტესი ნაწილი ფინანსდება საკმაოდ მაღალი პროცენტით. მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება და ასეთ პირობებში ამ პროგრამის ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია”აღნიშნავს ექიმი.

gbc.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …