მთავარი » კვირის ინტერვიუ » მედიკოსები გამოსავალს ეკონომიური შეფუთვის მქონე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებაში ხედავენ
საჭიროა ფარმაცევტული ხარჯების რაიმე გზით შემცირება. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ეკონომიური შეფუთვის მქონე ჯენერიკ მედიკამენტებია.

მედიკოსები გამოსავალს ეკონომიური შეფუთვის მქონე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებაში ხედავენ

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა დადებითად შეაფასა და თავისი აზრი გამოთქვა შპს სამშობიარო ,,იმედის კლინიკის’’ მეან-გინეკოლოგმა ირინა ქოროღლიშვილმა.

ექიმის განცხადებით, ნებისმიერი სახლე ჯანდაცვის სისტემაში მისაღებია, რადგან ეს ჯანდაცვის სფერო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სრულიად მივიწყებული იყო. ქოროღლიშვილმა მედიკამენტების გაძვირებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ წამალზე ფასები თითქმის გაორმაგდა, რაც სრულიად მიუღებელია:

„მედიკამენტები ძალიან გაძვირდა. იმ მედიკამენტებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ვიყენებთ, მომატებული აქვს ძველი ღირებულების ნახევარი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ წამალზე ფასი გაორმაგდა. მოგეხსენებათ, პაციენტის მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს შეადგენს მედიკამენტოზური მკურნალობა. თუ პროცესი ასე გაგრძელდება, პაციენტების დიდი ნაწილი ვეღარ შეძლებს მკურნალობის კურსის გავლას და ექიმის მიერ გაწეული ძალისხმევა იქნება სრულიად უშედეგო. საკითხი აუცილებლად დასარეგულირებელია სახელმწიფოს მიერ.“

მედიკოსი დადებითად აფასებს სამინისტროს ინიციატივას, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის ამოქმედებაზე და ქვეყანაში ხარისხიანი ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოვების შესახებ. ექიმების უმრავლესობა უარს იტყვის ძვირადღირებულ ბრენდულ მედიკამენტებზე და პაციენტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე გამოუწერს ხარისხიან დაბალი ფასის მქონე ჯენერიკ მედიკამენტს.

ირინა ქოროღლიშვილმა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც ისაუბრა. ექიმის აზრით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება და ასეთ პირობებში ამ პროგრამის ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია.

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და მედიკამენტების ხარისხის საკითხს ასოციაცია „ჯანმრთელი ბავშვების“ თავმჯდომარე მედეა აბრამიაც გამოეხმაურა:

„ჯანდაცვის სფეროში მიზანმიმართულად მიმდინარეობს რეფორმები, შესაბმისად, მომსახურებაც უფრო ხარისხიანი გახდა. თუ წლების წინ ჩვენი ასოციაციის დახმარებით წელიწადში 40–დან 80 ბავშვამდე სამკრნალოდ საზღვრგარეთ გაგზავნა გვიწევდა, ამ ეტაპზე მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. შემცირდა მოზარდების ავადობაც. მაგალითად, ოსტეომიელიტის დიაგნოზით წელს მხოლოდ ერთი ბავშვი გამოვლინდა, ეს დაავადება განკურნებადი გახდა მთლიანად საქართველოში. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, საყოველთაო დაზღვევის პროგრამის სიკეთეს ნამდვილად ვხედავ.“

ასოციაცია „ჯანმრთელი ბავშვების“ თავმჯდომარე მნიშვნელოვან მიმართულებად მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხს მიიჩნევს და დადებითად აფასებს ჯანდაცვის სამინსიტროს ინიციატივას მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავების თაობაზე. მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, მაგრამ იმისათვის, რომ ეს წარმატებულად განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის დანერგვა:

„მივესალმები, თუ ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასების რეგულირებას საკუთარ თავზე აიღებს. საუბრობენ ჯენერიკ პრეპარატებზე, რომლებიც გაცილებით იაფია, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია და ადამიანს უნდა შეეძლოს საუკეთესო ხარისხის მედიკამენტით მკურნალობა. თუ სახელმწიფო ამას თავის თავზე აიღებს, ეყოლება ჯანმრთელი საზოგადოება. ჯენერიკებს მთელი მსოფლიო მოიხმარს.

ქვეყანაში უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, სადაც ჯენერიკ მედიკამენტების შემოწმება მაღალ დონეზე განხორციელდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ახალი მულტივიტამინი გამოჩნდა ბაზარზე, რომელიც შემოგთავაზა მომწოდებელმა კომპანიამ. თუ ქვეყენაში იქნება ლაბორატორია, რომელსაც ვენდობი და წამლის შემოწმებას შევძლებთ, რა თქმა უნდა, ეს გამორიცხავს არაეფექტიანი წამლის მოხმარებას.“

ირკვევა, რომ მედიკოსები გამოსავალს ეკონომიური შეფუთვის მქონე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებაში ხედავენ. თავისი აზრი დააფიქსირა ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმმა გენეტიკოსმა და ემბროლოგმა ქეთევან ტუხაშვილმა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, მედიკამენტების ფასები საგრძნობლად გაიზარდა:

„საზოგადოების დიდი ნაწილი მტკივნეულად რეაგირებს ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელიც ქვეყანაში ფასების მატებას ეხება, მათ შორის წამლებზე, რომელიც მძიმე ტვირთად აწვებათ პაციენტებს და დანიშნული მკურნალობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი წარმოების ფასების დარეგულირება ქვეყნის შიგნით არსებული მექანიზმებით შესაძლებელია, მაგრამ მედიკამენტები სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის და მათ ფასს ძალიან ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ლარი კურსის ცვალებადობა.

საჭიროა ფარმაცევტული ხარჯების რაიმე გზით შემცირება. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ეკონომიური შეფუთვის მქონე ჯენერიკ მედიკამენტებია, რაც ბრენდულ მედიკამენტებზე გაცილებით იაფია და ანალოგიური ჩვენებით ხასიათდება“.

info9.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …