მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკოსები ფარმაცევტულ ბაზარზე ჰუმანითი-ჯორჯიას შემოსვლას დადებითად აფასებენ
ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები,მედიკოსები და პოლიტიკოსები.ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს

მედიკოსები ფარმაცევტულ ბაზარზე ჰუმანითი-ჯორჯიას შემოსვლას დადებითად აფასებენ

მსოფლიო მასშტაბით პაციენტების 90 პროცენტი  ინდური ჯენერიკის მომხმარებელია. რა არის ჯენერიკ მედიკამენტი და რამდენად უსაფრთხოა ის მომხმარებლისთვის?

რით განსხვავდება ის ბრენდისგან  და მისი მოხმარების საკითხი, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ, უცნობია.

ექსპერტები და სპეციალისტები  აღნიშნულ ფაქტს ინფორმაცულობის დაბალ დონეს უკავშირებენ და მიაჩნიათ, რომ  ექიმმა კარგად უნდა აუხსნას პაციენტებს, თუ რა არის ჯენერიკი და გაზარდოს მათი ცნობადობა და ინფორმირებულობა.   განმარტავენ, რომ  ჯენერიკი ინიშნება არა იმის გამო, რომ არის იაფი და უხარისხოა, არამედ ჯენერიკიც იმავე დანიშნულებისა და ეფექტური წამალია. ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა აუცილებლად უნდა მოერგოს ქართულ რეალობას.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით,  მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმცევტული კომპანიების შემოსვლა, რაც კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებს გააიაფებს.

ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სეგმენტის გაფართოვება დაანონსა  და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტების ხარისხს მწარმოებელი ქვეყანა არ განსაზღვრავს.

სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია”  შემოვა  და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში  აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

ჯენერიკული მედიკამენტებისა და „ჰუმანითი ჯორჯიას” ფარამაცევტულ ბაზარზე შემოსვლის საკითხზე პირველადი რგოლის წარმომადგენელმა გურიაში ნინო ორაგველიძემ ისაუბრა.

“ფინანსური ხელმისაწვდომობა პირველად ჯანდაცვაში  ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა.თუკი არის შესაძლებლობა, ვნიშნავ ხოლმე ჯენრიკ მედიკამენტებს. ხშირადანტიჰიპერტენზიულ და ანტიჰისტამინურ მედიკამენტებს ვნიშნავ. ფინანსურადხელმისაწვდომია და ამავე დროს, ბრენდული მედიკამენტების ანალოგიური ეფექტითა და შედეგებით ხასიათდება.

ზოგადად სოფლის ექიმებს ახალი კომპანიები ნაკლებად უკავშირდებიან ხოლმე. თუმცა,კარგი იქნებოდა, თუ პირადად გაგვაცნობდნენ ახალ პროდუქციას. მით უმეტეს, რომსოფელში საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში  პაციენტი უშუალო კავშირშია ოჯახის ექიმთან პირველ რიგში და შემდეგ, სხვა რგოლის ექიმებთან”, – ამბობს ორაგველიძე.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …