„მწარმოებელი ქვეყანა მედიკამენტების ხარისხს არ განსაზღვრავს“
მსოფლიო მასშტაბით პაციენტების 90 პროცენტი ინდური ჯენერიკის მომხმარებელია. რა არის ჯენერიკ მედიკამენტი და რამდენად უსაფრთხოა ის მომხმარებლისთვის? რით განსხვავდება ის ბრენდისგან და მისი მოხმარების საკითხს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ, უცნობია.
ექსპერტები და სპეციალისტები აღნიშნულ ფაქტს ინფორმაცულობის დაბალ დონეს უკავშირებენ და მიაჩნიათ, რომ ექიმმა კარგად უნდა აუხსნას პაციენტებს, თუ რა არის ჯენერიკი და გაზარდოს მათი ცნობადობა და ინფორმირებულობა. განმარტავენ, რომ ჯენერიკი ინიშნება არა იმის გამო, რომ არის იაფი და უხარისხოა, არამედ ჯენერიკიც იმავე დანიშნულებისა და ეფექტური წამალია. ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა აუცილებლად უნდა მოერგოს ქართულ რეალობას.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმცევტული კომპანიების შემოსვლა, რაც კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებს გააიაფებს.
ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სეგმენტის გაფართოვება დაანონსა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.
გასტროენტეროლოგი გიორგი კვიტაშვილი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა და მეიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა:
„ხშირ შემთხვევაში, ვცდილობ ბრენდი მედიკამენტები გამოვიყენო. ამის მიზეზი, ქვეყენაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის არარსებობაა. ვიყენებ იმ პრეპარატებს, რომელსაც ვენდობი და გამოცდილი მაქვს. მხოლოდ ამ პრინციპით ვმოქმედებ. რა თქმა უნდა, მივესალმებით ბაზარზე ახალი კომპანიის, კერძოდ, „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენას. ინდური, თურქული, ან რომელიმე ქვეყნის პრეპარატზე ხაზგასმით უარყოფითად შეფასება არა პროფესიონალურია, მითუმეტეს თუ მას აქვს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ასე შემდეგ.
მე ყველა ქვეყნის წარმოებულ პრეპარატს ვიყენებ,მაგრამ მხოლოდ იმათ, რომელიც გამომიცდია და ვიცი, რომ კარგია. რასაკვირველია, მთავარია, რომ მედიკამენტი იყოს ხარისხიანი, ეფექტური, ქონდეს კარგი შედეგი, ხოლო მისი მწარმოებელი ქვეყანა გადამწყვეტ როლს ნამდვილად არ თამაშობს და მედიკამენტების ხარისხს არ განსაზღვრავს“.
სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოვა და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.