მედიკამენტის ხარისხის უზრუნველყოფა მთლიანად სახელმწიფოს პრეროგატივაა და პასუხისმგებლობაც მან უნდა აიღოს.
„პრეპარატი შესაძლოა ინდოეთში იყოს დამზადებული, მაგრამ აკმაყოფილებდეს შესაბამისი ხარისხის სტანდარტებს და ის უსაფრთხო იყოს მომხმარებლისთვის“
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები შეაფასა ოფთალმოლოგმა მაია ბერაიამ. ექიმმა ჯანდაცვაში განხორციელებულ უახლეს პროგრამებზეც ისაუბრა და გარკვეული შენიშვნები გამოთქვა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის მიმართ.
,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მისასალმებელია, თუმცა არ მომწონს ერთი დეტალი – ყველა მიმართულება ოჯახის ექიმზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. ოჯახის ექიმმა საკუთარი შესაძლებლობებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე უნდა მოემსახუროს პაციენტს. თუ რთული კლინიკური მდგომარეობა არ აღენიშნება არ არის აუცილებელი გადაამისამართოს ვიწრო სპეციალისტთან,“
– აღნიშნავს მაია ბერაია და ამასთან, გამარტავს, რომ როგორც ოფთალმოლოგისთვის ეს დამოკიდებულება მიუღებელია.
„კოლექტივიტი შესაძლებელია ათასი პათოლოგიით იყოს გამოწვეული, რასაც ოჯახის ექიმის პროფესიული შესაძლებლობები ნამდვილად, ვერ გაუმკლავდება, როგორც არ უნდა კვალიფიციურ დონეზე იყოს მომზადებული. აქედან გამომდინარე, მედიცინის ყველა სფეროს ერთ სპეციალსიტისთვის დაკავშირება არაპროფესიონალური მიდგომაა და არც პაციენტებისთვის იქნება დადებითი შედეგის მომატანი.
პირველად რგოლში, პაციენტებისთვის თვალის წნევის გაზომვა ფასიანია. აღნიშნული პროცედურის ჩატარება ყველა პაციენტისთვის აუცილებელია, რომელსაც თვალთან დაკავშირებული პრობლემები გააჩნია. შესაბამისად, ეს მომსახურება აუცილებლად უნდა ფინანსდებოდეს.“
რაც შეეხება საყოველთა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ოფთალმოლოგი დადებითად აფასებს და აღნიშნავს: „პროგრამა ძალიან მომწონს. არ არსებობს პაციენტი, რომელსაც ამ პროგრამით არ უსარგებლია. ოპერაციების დიდი ნაწილი ფინანსდება, რაც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი შეღავათია პაციენტებისთვის. ხალხიც ძალიან კმაყოფილია.’’
მაია ბერაიამ უკმაყოფილება გამოთქვა მედიკამენტების გაძვირებასთან დაკავშირებით და სამისტროს მდგომარეობის დროულად დარეგულირებისკენ მიანიშნა.
თუმცა ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლასა და მათი სეგმენტის გაფართოებას ითავლისწინებს, დადებითად შესაფასა და აღნიშნა: „მედიკამენტების ძალიან გაძვირებულია.
შესაბამისად, პაციენტები ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. აუცილებელია რაიმე კონკრეტული ღონისძიებებით მოხდეს ფასების დარეგულირება. შექმნილი მდგომარეობიდან ერთ-ერთი უტყუარი გამოსავალი ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებაა.
მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასების ფონზე კი, უმნიშვნელოვანესია, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე გაჩნდეს ჯენერიკ მედიკამენტები, მაგრამ ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამის სტანდარტებს.
მედიკამენტის ხარისხს მწარმოებელი ქყევენა არ განსაზღვრავს, შესაძლოა პრეპარატი ინდოეთში იყოს დამზადებული, მაგრამ აკმაყოფილებდეს შესაბამისი ხარისხის სტანდარტებს და ის უსაფრთხო იყოს მომხმარებლისთვის.“
ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკული მედიკამენტების დიდი ოდენობით შემოტანის თემას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელზა ვაშაკიძე გამოეხმაურა:
“არსებობს ორიგინალი პრეპარატი, რომელსაც ჩვენ დღეს ბრენდს ვეძახით. ეს არის ფირმა-მწარმოებლის მიერ შექმნილი მედიკამენტი, რომელსაც გავლილი აქვს კვლევის ყველა ეტაპი – პრე-კლინიკური თუ კლინიკური.
გავლილი აქვს კვლევები და ეს მის ფასზეც აისახება. მხოლოდ ამის შემდეგ შემოდის პრეპარატი სააფთიაქო ქსელში. გარკვეული ვადის გაშვლის შემდეგ, შხდება მწარმოებლის მიერ ლიცენზიის გაყიდვა და უკვე სხვა ქარხნები ამზადებენ პრეპარატს ანალოგიური ფორმულით.
ჯენერიკებს მსგავსი მსგავსი კვლევები და გარკვეული პროცედურების გავლა არ სჭირდებათ. ამის გამო მათზე ფასი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ორიგინალი პრეპარატი.
თუმცა კვლევების არარსებობის გამო, ჯენერიკების უდიდესი ნაწილი ეფექტურია, ის ამას არ საჭიროებს, თუმცა აუცილებელია მათთზე ხარისხის კონტროლის გამკაცრება.
ძალიან ბევრია დამოკიდებული იმ ფარმაცევტულ კომპანიაზე, რომელიც შეიძენს ლიცენზიას. ასევე, გააჩნია რა პრეპარატზეა საუბარი. მაგალითად, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ინტერფერონების ლიცენზია არც გაყიდულა, რადგან ეს ბიოლოგიური პრეპარატია და მისი აქტიურობის შენარჩუნება ჯენერიკის პირობებში შეუძლებელია.
რაც შეეხება ქიმიურ პრეპარატებს, რომელიც ფორმულის სახით არის, მათი დამზადება დიდ დარღვევებს არ იწვევს და ძირითადად, სწორედ ქიმიური პრეპარატების ჯენერიკები მზადდება. ორიგინალურ და ჯენერიკ მედიკამენტს შორის არ არის ფარმაკოკინეტიკური სხვაობა. შესაბამისად, შედეგიც იდენტურია.“
ვაშაკიძე ჯანდაცვის სამინისტროს ერთ–ერთ გამოსავალს, რომელიც ჯენერიკებზე ორიენტაციის აღებას ითვალისწინებს მიაესალმება, თუმცა საფრთხეებსაც არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ მედიკამენტებზე კონტროლის გამკაცრება აუცილებელია: „ყველას და მათ შორის, სოციალურად დაუცველ ფენას საქართველოში უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ღირსეული და ხარისხიანი მედიკამენტი, რომელიც ხელმისაწვდომი მათთვისაც უნდა იყოს.
ხარისხიანი ჯენერიკები არანაკლებ ეფექტური და სანდოა. წამლის ხარისხის კონტროლის სააგენტო უნდა იყოს პასუხისმგებელი ქვეყანაში ნებისმიერი გაყიდვაში არსებული წამლის ხარისხსა და სანდოობაზე, იქნება ეს ინდური, თურქული, ევოპული თუ სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული წამალი.
მედიკამენტის ხარისხის უზრუნველყოფა მთლიანად სახელმწიფოს პრეროგატივაა და პასუხისმგებლობაც მან უნდა აიღოს.“