ჯენერიკ მედიკამენტების მიმართ პაციენტების დამოკიდებულებასა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებზე მეან–გინეკოლოგმა თამარ ჭელიშვილმა ისაუბრა:
„როდესაც პაცინტების უმრავლესობას რეცეპტს ვუწერ ხოლმე, მეუბნებიან, რომ არ უნდათ ქართული ან მესამე დონის ქვეყნების მიერ წარმოებული მედიკამენტების მიღება, რადგან აღნიშნული ქვეყნების პროდუქციის ხარისხის მიმართ უნდობლობის განცდა აქვთ. მიმაჩნია, რომ ეს ინფორმაციულობის დაბალი დონის შედეგია. მათ გააჩნიათ არასანდო ინფორმაციები და იქიდან გამომდინარე მსჯელობენ. ჯენერიკ მედიკამენტებზეც ანალოგიური დამოკიდებულება და განცდა აქვთ.
დღეს ინდური ჯენერიკების ფართო არჩევანი არსებობს და „ინდური“ – ცუდს ნადმვილად, არ ნიშნავს, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს მოუწევს საკმაოდ დიდი ძალისხმევა, რომ სწორი, უტყუარი და საჭირო ინფორმაცია ადრესატამდე მიზანმიმართულად მივიდეს და უნდობლობის განცდა არ გაუჩნდეს არც ექიმს და არც პაციენტს“, – აღნიშნა თამარ ჭელიშვილმა.