მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტებზე საქართველოში ფასნამატი არის გაცილებით უფრო მეტი ვიდრე ევროპულ ქვეყნებში
მედიკამენტებზე საქართველოში ფასნამატი არის გაცილებით უფრო მეტი ვიდრე ევროპულ ქვეყნებში.

მედიკამენტებზე საქართველოში ფასნამატი არის გაცილებით უფრო მეტი ვიდრე ევროპულ ქვეყნებში

მედიკამენტებზე საქართველოში ფასნამატი არის გაცილებით უფრო მეტი ვიდრე ევროპულ ქვეყნებში. ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული პრობლემებსა და შესაძლო მონოპოლიებზე სასაუბროდ ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთ ლიდერს – ფიქრია ჩიხრაძეს მივმართეთ.

– ქალბატონო ფიქრია, არსებობს თუ არა ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიები?

– მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე არის და ოპერირებს რამდენიმე მსხვილი კომპანია, მაინც არის მონოპოლისტური მდგომარეობა. გარკვეულწილად, შეთანხმებულია და მზარდია ფასები მედიკამენტებზე. არა მხოლოდ ჩვენი შიდა დაკვირვებით, არამედ ავტორიტეტული კვლევებიდან ჩანს, რომ საქართველოში ფასნამატი არის გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში.

ფაქტია, რომ აქ საქმე გვაქვს მონოპოლიასთან. თუ იმასაც დავამატებთ, რომ ფარმაცევტული კომპანიები არიან არა მარტო სააფთიაქო ბაზრის სერიოზული სეგმენტის მფლობელები, არამედ ისინი ფლობენ კლინიკებსაც და წამლის საწარმოებს. ამ დიდ ბაზარზე მომწოდენელ-მომხმარებლის ერთობლივ მოქმედებს ვხედავთ და ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს კერძო მონოპოლისტურ ინტერესებს.

– რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

– სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს კონკურენციას და თავისუფალი ბაზრის პრინციპების დამკვიდრებას, რაც, სამწუხაროდ, არ ხდებოდა არც წინა ხელისუფლების დროს და არც ახლა ხდება. ჩვენ მომსწრე ვართ იმისა, რომ ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი არის იმავე დროს პოლიტიკაში. ის იყო წინა ხელისუფლების მხარდამჭერი, ახალ ხელისუფლებაში გახდა მათი მხარდამჭერი.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ასეთი ადამიანები კავშირებს იყენებენ გავლენებისათვის. ბუნებრივია, ვერავის აუკრძალავ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ წლების განმავლობაში მახინჯი სქემებია ჩამოყალიბებული, რაც ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე ურტყამს და ეს სახელისუფლო გავლენების გარეშე არ ხორციელდება.

წინა ხელისუფლების პირობებში ჩვენ საკმაოდ მაშტაბური კამპანია გვქონდა წამოწყებული, სახელწოდებით „არა მონოპოლიებს“ და ამ მიმართულებით ხელისუფლებას აქვს ბევრი საფიქრალი, თუ პოლიტიკური ნება იარსებებს. მითუმეტეს, არა მხოლოდ ფარმაცევტული ბაზარია ამ მხრივ გამოსაყოფი, ასეთივე შეთანხმებები შესაძლოა დავინახოთ ნავთობპროდუქტების მიმართულებითაც.

– ხომ არ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო მედიკამენტების ფასების ფორმირებაში ე.წ. დოტაციის პრინციპით?

– სახელმწიფოს პარტონაჟის ქვეშ ყოველთვის არის გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, ეს ეხება სოციალურად დაუცველებს და შესაძლოა, ამგვარი პატრონაჟი ხორციელდებოდეს პენსიონერებთან მიმართებაში. თუმცა მე მემარჯვენე ვარ და სახელმწიფოს მხრიდან დოტაციური ჩარევების წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს გრძელვადიან ეფექტს არ იძლევა. მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, გარკვეული სეგმენტი ყოველთვის არსებობს, რომელთა მიმართ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გამოიჩინოს მზრუნველობა.

info9.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …