მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ორიგინალი პრეპარატების ჯენერიკებით ჩანაცვლება ფასებს შეამცირებს
თამარ ვაშაკიძე მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებსაც შეეხო. ფასების დარეგულირების ერთ–ერთი ალტერნატიული გზაა ორიგინალი მედიკამენტების ჯენერიკებით ჩანაცვლება.

ორიგინალი პრეპარატების ჯენერიკებით ჩანაცვლება ფასებს შეამცირებს

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამებსა და მედიკამენტებზე გაზრდილ  ფასებს გამოეხმაურა  მედიცინის ესქპერტი თამარ ვაშაკიძე.

ექსპერტმა   ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამა წარმატებით ხორციელდება და უკვე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პაციენტებისთვის, განსაკუთრებით სოციალურად დაუცვლი ოჯახებისთვის.

“ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ. ამ პროგრამამ ბევრი რამე გააკეთა და აკეთებს პაციენტებისთვის. პაციენტი გახდა უფრო ადვილად მართვადი. შესაბამისად, წარსულს ჩაბარდა და დარეგულირდა თვითმკურნალობის შემთხვევები. რეფორმის წარმატებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, მეტი კავშირი ოჯახის ექიმსა და სტაციონარულ დაწესებულებებს შორის.

ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახის ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, რომ პაციენტი სტაციონარშია გადასაყვანი, ხოლო სტაციონარში სრულიად განსხვავებულს აცხადებენ, რაც დიდ დისკომფორტს იწვევს, როგორც პაციენტებში, ასევე ექიმებში. არსებული გაურკვევლობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს პაციენტს. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ამ პრობლემების დარეგულირებაა”.

თამარ ვაშაკიძემ მოკლედ ისაუბრა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც. ექსპერტის აზრით, ეს პროგრამა პაციენტებისთვის აკეთებს უაღრესად დიდ საქმეს და ნებისმიერ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ჯანმრთელობა შეინარჩუნოს:

,,რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, საკმაოდ წარმატებულია. ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული რეფორმის შემუშავებით ძალიან დიდი რამ გააკეთა პაციენტებისთვის’’. 

თამარ ვაშაკიძე მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ფასების დარეგულირების ერთ–ერთი ალტერნატიული გზაა ორიგინალი მედიკამენტების ჯენერიკებით ჩანაცვლებაა.

,,მედიკამენტებზე ფასები ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა. მართლაც, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. რამდენადაც ხელმისაწვდომი გახდა ექიმთან მისვლა, იმდენად გაძვირდა მედიკამენები. პაციენტმა შეიძლება მიმართოს ექიმს, ჩაიტაროს ყველანარი გამოკვლევა უფასოდ, მაგრამ  ვერ შეიძინოს აუცილებელი  მედიკამენტი გაზრდილი ფასის გამო.

ვფიქრობ, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება დაარეგულირებდა მდგომარეობას. ზოგადად, ჯენერიკების მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი, შედეგი აბსოლუტურად იგივეა, რაც ორიგინალი პრეპარატის შემთხვევაში, განსხვავება მხოლოდ ფასშია’’.

epn.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …