მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების მართვის, რეგულაციებისა და ხარისხის კონტროლის პოლიტიკა იცვლება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტების მართვის, რეგულაციებისა და ხარისხის კონტროლის პოლიტიკა იცვლება.

მედიკამენტების მართვის, რეგულაციებისა და ხარისხის კონტროლის პოლიტიკა იცვლება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტების მართვის, რეგულაციებისა და ხარისხის კონტროლის პოლიტიკა იცვლება.

ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს საქართველოში ახალი ფარმაცევტული კომპანიების შემოსვლასთან  დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განუცხადა.

მინისტრის განმარტებით, მედიკამენტების მართვის, რეგულაციებისა და ხარისხის კონტროლის პოლიტიკის შეცვლამ  გამჭვირვალე, კონკურენტიანი და ხარისხიანი ფარმატოლოგიური ბაზარი უნდა უზრუნველყოს.

“განსხვავებით C ჰეპატიტის პროგრამისაგან, როდესაც  ჩვენ ცალსახა მოლაპარაკებები გქვონდა კონკრეტულ კომპანიასთან, კერძოდ, “გილეადთან”, ახლა ეს მოლაპარაკებები კონკრეტულ  კომპანიებთან არ მიმდინარეობს, რადგან ახლა იცვლება ზოგადად პოლიტიკა, მედიკამენტების მართვის რეგულაციების და ხარისხის კონტროლის, რომლის საბოლოო ამოცანაცაა უზრუნველყოფა გამჭვირვალე, კონკურენტიანი და ხარისხიანი ფარმატოლოგიური ბაზრის და არა რომელიმე კონკრეტულ  ფარმაკომპანიასთან მოლაპარაკება“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

epn.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …