მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ხარისხზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს
სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოებული მედიკამენტების ხარისხზე.

მედიკამენტების ხარისხზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს

ქვეყანაში მედიკამენტების  ხარისხის კონტროლი მკაცრდება. კონტროლი შეეხება როგორც იმპორტირებულ, ისე ადგილობრივ წარმოების პროდუქციას.

პროცესი  საერთაშორისო  ლაბორატორიებში განხორციელდება. ამ ფონზე,  ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანია ,,ჰუმანითი ჯორჯია“ შემოდის, რომელიც ინდოეთში წარმოებული ჯენერიკ მედიკამენტებს შემოტანს.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიცოცხლის გადასარჩენას“ ხელმძღვანელი, ანდრო სარჯველაძე გვესაუბრა:

,,სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლი სწორად და საფუძვლიანად განხორციელდეს. ვფიქრობ, მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრება სამინისტროს მხირდან   ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა.

რაც უფრო სანდო და ხარისხიან წამლებზე გვექნება მოქალაქეებს წვდომა, მით უფრო გაიზრდება ჯანსაღი საზოგადოების რიცხვიც, რადგან ეფექტიანი მკურნალობა საბოლოო ჯამში სახელმწიფოსაც უმცირებს ხარჯებს.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის  ჯენერიკებით უზრუნველყოფასაც გეგმავს, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. რა თქმა უნდა, კონტროლი უნდა გაიაროს ყველა მედიკამენტმა თანაბრად, მათ შორის ბრენდმაც და ჯენერიკმაც. ეს  ხელს შეუწყობს ინდური ჯენერიკ მედიკამენტებისადმი ნდობის გაზრდას, რაც მნიშვნელოვანი იქნება“.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …