მთავარი » კვირის ინტერვიუ » მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრება ჯენერიკების მიმართ ნდობის ფაქტორს გაზრდის
აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია.

მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრება ჯენერიკების მიმართ ნდობის ფაქტორს გაზრდის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლოებაზე საუბრობს, რაც ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფათოების ხარჯზე უნდა მოხდეს.

იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.

ჯენერიკული მედიკამენტების მნიშვნელობასთან დაკავშირებით, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თენგიზ ვერულავა საუბრობს

  • რას ნიშნავს ჯენერიკ მედიკამენტი და რით განსხვავდება ის ე.წ. ბრენდისაგან?
  • თუ ჯენერიკს აწარმოებს სერიოზული ფარმაცევტული კომპანია, ის ბრენდისგან არაფრით განსხვავდება. ბრენდ-მედიკამენტის წარმოება გარკვეული ხნის განმავლობაში არავის შეუძლია, გარდა პატენტის მფლობელი კომპანისა. ეს არის ინტელექტუალური უფლებისა და საკუთრების დაცვა იმ კომპანიისა, რომელმაც გამოიგონა და აწარმოებს მედიკამენტს. ზოგადად, წამლის შექმნა ძალიან ძვირი ჯდება.

    მისი გამოგონება მილიონობით დოლარი ღირს. ამიტომ კომპანია როდესაც მედიკამენტს ჰქმნის, ეს ხდება მისი ბრენდი და შემოსავლის ერთ-ერთი საშუალებაც, რომ ხარჯები, რომელიც მან გასწია მედიკამენტის გამოსაგონებლად და საწარმოებლად, აინაზღაუროს. მაგრამ გადის წლები და ამ კომპანიას ეხსნება უფლება, რომ მხოლოდ მან აწარმოოს აღნიშნული მედიკამენტი. მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ სხვა ფარმაცევტულ კომპანიებს საშუალება, აწარმოონ იგივე პრეპარატი.

    ეს არის უკვე ჯენერიკი, რომელიც არის იგივე შემადგენლობის, ფუნქციებისა და ფარმაცევტული თვისებების მქონე მედიკამენტი, რაც ბრენდია. მხოლოდ ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ჯენერიკს აწარმოებს სერიოზული ფარმაცევტული კომპანია, რომელსაც აქვს შესაბამისი ლაბორატორიული აღჭურვილობა. ამ შემთხვევაში არანაირი განსხვავება ჯენერიკსა და ბრენდს შორის არ არის, გარდა ფასისა – ბრენდი უფრო ძვირია, ვიდრე – ჯენერიკი.

pirveliradio.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …