მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით სახელმწიფო რეგულაციები უნდა გამკაცრდეს
მედიკამენტების ფასების დარეგულირების სწორი გზა ბაზარზე კონკურენციის არსებობაა და სახელმწიფო რეგულაციები მხოლოდ მედიკამენტების ხარისხის კონტროლს უნდა შეეხოს

მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით სახელმწიფო რეგულაციები უნდა გამკაცრდეს

თბილისი (BPI) – მედიკამენტებზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა, რაც მძიმე ტვირთად დააწვა სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას.
უნდა ჩაერიოს თუ არა სახელმწიფო ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების რეგულაციაში და საჭიროა თუ არა ბაზარზე მოხვედრილი მედიკამენტების ხარისხი მკაცრად გაკონტროლდეს, ამ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა – მურმან დუმბაძემ ისაუბრა.

როგორც მურმან დუმბაძე აღნიშნავს, მედიკამენტების ფასების დარეგულირების ერთადერთი სწორი გზა ბაზარზე მაღალი კონკურენციის არსებობაა და სახელმწიფო რეგულაციები მხოლოდ მედიკამენტების ხარისხის კონტროლს უნდა შეეხოს.

„აფთიაქის მომხმარებელი, ძირითადად,  პენსიონერია. ლარის იმფლაციას მედიკამენტების ფასს თუ მივაბამთ გამოვა, რომ პენსიონერებს პრეპარატების ხარჯი  35-40 პროცენტით. ანუ, მედიკამენტების გაძვირება ყველაზე მძიმედ სწორედ ამ ფენაზე აისახება,“

– აღნიშნავს დეპუტატი და მედიკამენტების ფასების დარეგულირების ერთადერთ სწორ გზად  ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალი კონკურენციის არსებობას მიიჩნევს.

„ლარის კურსის გამყარება, გარკვეულწილად, დაარეგულირებს სიტუაციას და მედიკამენტებზე ფასები დაიწევა. რაც შეეხება სახელმწიფოს ჩარევას, ალბათ ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც სახელმწიფო ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების საკითხში აუცილებლად უნდა ჩაერიოს –  ეს არის მედიკამენტების ხარისხის კონტროლი.

დანარჩენ შემთხვევებში სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელი არ არის და რაც ნაკლებად მოხდება ეს, მით მეტად იქნება კონკურენცია. ხოლო კონკურენცია შექმნის იაფ ბაზარს და მაღალი ხარისხის მომსახურებას. რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, ბუნებრივია, კონტროლი სახელმწიფო რეგულაციებით უნდა მოხდეს და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გააქტიურდეს“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

bpi.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …