მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას მივესალმები
მაჟორიტარი დეპუტატი მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას მიესალმება და მიაჩნია, რომ წამლების ხარისხი აუცილებლად უნდა იყოს მაღალი.

მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას მივესალმები

ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისათვის“ მდივანი და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე მედიკამენტების ხარისხისა და ფასების საკითხს ეხმაურება.

„მედიკამენტების გაძვირება ნამდვილად პრობლემატური თემაა, რაც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. არიან ოჯახები, სოციალურად დაუცველები, რომელთა ფინანსური მდგომარეობა ნამდვილად ვერ გაწვდება გაძვირებულ პრეპარატებს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი ბიუჯეტის პარამეტრებში.

გარადა ამისა,  პირველადი მოხმარების მეტიკამენტები უნდა დაერთოს ჯანდაცვის ახალ რეფორმას. რამდენად გაუძლებს ასეთ დატვირთვას სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს ცაკლე საკითხია, თუმცა სასურველია, რომ მოსახლეობას დავეხმაროთ.“

დეპუტატი მოსახლეობის დაბალ მსყიდველუნარიანობაზეც მიანიშნებს.

„ჩვენ არ ვართ განვითარებული ქვეყანა, ხელფასები და პენსია აქ საკმაოდ დაბალია,   ამას ემატა ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა. კარგად ვიცი ადამიანებს რისი შესაძლებლობაც  გააჩნიათ,“ – აღნიშნავს ბოლქავაძე.

ამასთან, მაჟორიტარი დეპუტატი მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას მიესალმება და მიაჩნია, რომ  წამლების ხარისხი აუცილებლად უნდა იყოს მაღალი:

„როდესაც ადამიანი  გაჭირვებით ყიდულობს პრეპარატს და ის ოდნავადაც არ შველის, ეს ძალიან ცუდია. მედიკამენტების ხარისხის კონტროლი ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა,  და მიმაჩნია, რომ ეს მათგან დროული გადაწყვეტილება იყო.“

epn.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …