ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანია “ჰუმანითი ჯორჯია” შემოდის. ისინი მედიკამენტებს ინდოეთიდან შემოიტანენ.
ამ ფონზე ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაზრდას და მედიკამენტებისა და ნედლეულის ხარისხის უცხოეთის ლაბორატორიებში გადამოწმებას გეგმავს.
აღნიშნულ საკითხებთან სასაუბროდ სოფელ ბოდბის სოფლის ექიმს, ლელა ბეგაშვილს დავუკავშირდით.
– ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას გეგმავს.როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია ეს ნაბიჯი ქართული ფასმაცევტული გარემოსათვის?
– ეს აუცილებელია. დღეს თავდაცვის მექანიზმები არ გაგვაჩნია. ფარმაცევტული კომპანიები არიან მილიარდელები და მათთვის ლიცენზიის ყიდვა არაფერს წარმოადგენს. ჩვენ თავდაცვის საშუალება უნდა გვქონდეს, რომ ამ კომპანიებისაგან უხარისხო წამლის შესყიდვა ავიცილოთ თავიდან. ერთი საკითხია, რომ წამალი იაფია და მეორე მხრივ – უნდა იყოს უსაფრთხო. უხარისხო წამლით პაციენტი დაზარალდება. ამიტომ, მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ მედიკამენტების ხარისხი ევროპის ლაბორატორიებში გადამოწმდება.
– რა დამოკიდებულება გაქვთ ინდური მედიკამენტების მიმართ? ზოგადად, საზოგადოებაში სტერეოტიპული მიდგომა არსებობს და მათ ხარისხს არ ენდობიან…
– სტერეოტიპები უნდა დაინგრეს, მე მას არ ვეთანხმები. მხოლოდ სტერეოტიპით მსჯელობა არ შეიძლება. თუ ჩვენი კომპეტენტური ორგანოები მოგვცემენ დასკვნას, რომ კარგია ესა თუ ის წამალი, მეც ვენდობი.
– ანუ, თუ ხარისხის კონტროლი გამკაცრდება და მედიკამენტები,თუნდაც ინდური, შემოწმდება, მათ მიმართსანდოობა გაიზრდება?
– რა თქმა უნდა. ზოგადად, სანდოობა დამოკიდებულია ექიმზე. მე თუ დავარწმუნებ პაციენტს, რომ მედიკამენტი იაფია, მაგრამ ხარისხიანი და კარგი, ის მე მენდობა. მაგრამ მე ვერ მოვატყუებ პაციენტს. წამლის ხარისხში მეც დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მას ვურჩიო.
მოგეხსენებათ, ქართულ ბაზარზე ახალი კომპანიას შემოდის “ჰუმანითი ჯორჯია”, რომელიც სწორედ ინდურმედიკამენტებს შემოიტანს. საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა. კუზმას ინფორმაციით, მათიპრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვისმსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიულიკონტროლით.
როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი კომპანიის გამოჩენა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე?
ახალი კომპანიის ბაზარზე გამოჩენა ცალსახად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. ისიც გასაგებია, რომ მათ ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი გააჩნიათ, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გადავამოწმოთ. მეც ისეთივე მომხმარებელი ვარ წამლის, როგორც ჩემი პაციენტები, ამიტომ ყველას ინტერესებშია, რომ ჩვენთან მედიკამენტები იყოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი.