მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება მომხმარებლის უფლებების დაცვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია
ეს არის მომხმარებლის უფლებების დაცვისკენ გადადგმული კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი,სერგეენკოს აქვს არსებული პრობლემების სისტემური ხედვა.

მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება მომხმარებლის უფლებების დაცვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია

ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ, ჯერ კიდევ, შემოდგომით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სეგმენტის გაფართოვება დაანონსა  და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტების ხარისხს მწარმოებელი ქვეყანა არ განსაზღვრავს. ამისთვის კი, აუცილებელია ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება.

“მედიკამენტების ხარისხის კონტროლი იზრდება” – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. დავით სერგეენკოს  თქმით,  “სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” დადგენილების პროექტს საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

მისივე თქმით,   პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა პროგრამაში შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას.

„ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადიკონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულისსერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტადგადაიქცევა.

თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად,ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არისსაერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხისსაერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

აღნიშნულ პროგრამას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე გამოეხმაურა:

ეს არის მომხმარებლის უფლებების დაცვისკენ გადადგმული კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ზოგადად, ბატონ სერგეენკოს აქვს ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების ძალიან სისტემური ხედვა. ვფიქრობ, რომ ამ ინიციატივას ყველანი გვერდით უნდა დავუდგეთ. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ,  მომხმარებელი იყოს დაწრმუნებული და გარანტირებული, რომ ყიდულობს მაღალი ხარისხის მედიკამენტს დაჰქონდეს იმედი, რომ მკურნალობის შედეგი იქნება ადეკვატური”, – ამბობს ჩაფიძე.

მსოფლიო მასშტაბით პაციენტების 90 პროცენტი  ინდური ჯენერიკის მომხმარებელია. რა არის ჯენერიკ მედიკამენტი და რამდენად უსაფრთხოა ის მომხმარებლისთვის?  რით განსხვავდება ის ბრენდისგან  და მისი მოხმარების საკითხს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ, უცნობია.

ექსპერტები და სპეციალისტები  აღნიშნულ ფაქტს ინფორმაცულობის დაბალ დონეს უკავშირებენ და მიაჩნიათ, რომ  ექიმმა კარგად უნდა აუხსნას პაციენტებს, თუ რა არის ჯენერიკი და გაზარდოს მათი ცნობადობა და ინფორმირებულობა.   განმარტავენ, რომ  ჯენერიკი ინიშნება არა იმის გამო, რომ არის იაფი და უხარისხოა, არამედ ჯენერიკიც იმავე დანიშნულებისა და ეფექტური წამალია.

ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა აუცილებლად უნდა მოერგოს ქართულ რეალობას. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით,  მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმცევტული კომპანიების შემოსვლა, რაც კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებს გააიაფებს.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …