ნიკა ლალიაშვილი : მედიკამენტების ხარისხი ის სფეროა, სადაც სახელმწიფოს რეგულაციები აუცილებელია. მედიკამენტებზე არსებულმა ფასებმა საგრძობლად მოიმატა, რაც მძიმე ტვირთად დააწვა სოციალურად შეჭვირვებულ მოსახლეობას.
ასევე, ბუნდოვანია თუ როგორ ხდება ბაზარზე მოხვედრილი წამლების კონტროლი, რაც ეჭქვეშ აყენებს მათ ხარისხს. ნიკა ლალიაშვილი მედიკამენტების გაძვირების თემაზე საუბრობს და მიესალმება ხარისხის კონტროლის გამკაცრების საკითხს.
„ზოგადად, წინააღმდეგი ვარ სახელმწიფოს ჩარევის ისეთ საკითხებში, როგორიცაა ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასების დარეგულირება. თუმცა ვფიქრობ, რომ თუ ლარის გაცვლითი კურსი დარეგულირდება, მედიკამენტების ფასებიც დასტაბილურდება.
სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს ეროვნული ვალუტის სიმყარეზე. ეს უნდა გააკეთოს სხვადასხვა უწყებების თანმიმდევრული ნაბიჯების მეშვეობით. დარეგულირებული კურსი ყველა მიმართულებით გამოიწვევს ფასების დასტაბილურებას, არა მხოლოდ ფარმაცევტულ ბაზარზე. ყველაფერში სახელმწიფო ვერ ჩაერევა. მითუმეტეს, ჩვენი სახელმწიფო მეტად სუსტია საამისოდ. ამიტომ, მე ვერანაირ გამოსავალს სახელმწიფოს ჩარევაში ვერ ვხედავ.
რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, ეს ის სფეროა, სადაც სახელმწიფოს რეგულაციები აუცილებელია. ამ მხრივ ძალიან ჩამოვრჩებით ცივილურ სამყაროს. აუცილებელია ხარისხის კონტროლის გამკაცრება და იმედი მაქვს, სახელმწიფო გარკვეული ბერკეტებით შეძლებს ამ ამოცანის გადაჭრას“, – განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.