მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ხარისხი და მისი კონტროლი
საქმიანი დილა : საქართველოში შემოტანილი მედიკამენტების ხარისხის და მისი კონტროლის მექანიზმი კვლავ ერთ–ერთ აქტუალურ საკითხად რჩება.

მედიკამენტების ხარისხი და მისი კონტროლი

საქართველოში შემოტანილი მედიკამენტების ხარისხი და მისი კონტროლის მექანიზმი კვლავ ერთ–ერთ აქტუალურ საკითხად რჩება. მიუხედავად ამ მიმართულებით დაგეგმილი რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივისა ჯერ–ჯერობით ქვეყნის ერთადერთ მაკონტროლებელ ორგანოდ წამლების რეგულირების სააგენტო რჩება, რომლის მიმართაც საზოგადოებაში კითხვის ნიშნები დიდი ხანია არსებობს.

გადაცემაში სტუმრად იმყოფება ახალი თაობის ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით პეტრიაშვილი და წამლის სააგენტოს ყოფილი უფროსი თინა ტურძელაძე.

თინა ტურძელაძე: “გლობალური მასშტაბით ფარმაცევტული ფარმაცევტული ლანდშაფტი არის შეცვლილი. ეს განაპირობა იმან, რომ ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა თავისი წარმოებები განვითარებული ბაზრებიდან გადაიტანეს მესამე რიგის ქვეყნებში. შესაბამისად შეიცვალა რისკების მოცულობა, პრობლემის მასშტაბურობაც. ამ პრობლემის წინაშე საქართველო დარჩა მარტო. ამას ემატება ისიც, რომ მსოფლიო ბაზარი იზრდება. საქართველოში მოთხოვნაა იაფ წამლებზე”.

დავით პეტრიაშვილი: “ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ამ საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. მაგრამ წინსვლას ჩვენ ვერ ვატყობთ. მთავარი პრობლემაა ხარისხის კონტროლი”.

Maestro Television

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …