მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ხარისხი აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს
მედიკამენტების ხარისხი აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს, პრეპარატები, რომლებიც მაღალი ხარისხისაა, უფრო ძვირი ღირს, ხოლო შედარებით დაბალხარისხიანი – იაფი

მედიკამენტების ხარისხი აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს

პედიატრი ირინე გორგიშელი ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების ხარისხის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში და ევროპის ქვეყნებში დამზადებულ ერთსა და იმავე დასახელების მედიკამენტებს შორის დიდი სხვაობაა ხარისხის თვალსაზრისით.

„მედიკამენტის ხარისხს უდაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. შემჩნეული მაქვს და პრაქტიკიდან ვიცი, რომ საქართველოში დამზადებული პრეპარატები იმდენად ეფექტური არ არის, როგორც განვითარებული  ქვეყნებიდან იმპორტირებული მედიკამენტები.

ძალიან დიდი სხვაობაა ერთი და იგივე დასახელების წამლების ხარისხს შორის, რომელიც ჩვენთან და ევროპაში დამზადდა, ან თუნდაც ჩვენსა და ევროპულ ბაზრებზე წარმოდგენილ ერთი და იმავე მედიკამენტის ხარისხს შორის“, – არნიშნავს გორგიშელი.

„მედიკამენტების ხარისხი აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს, ამაზე სხვა აზრი არ არსებობს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პრეპარატები, რომლებიც მაღალი ხარისხისაა, უფრო ძვირი ღირს, ხოლო შედარებით დაბალხარისხიანი – იაფი.

რომ ავიღოთ მაგალითად რომელიმე აქტიური ნივთიერება და მასზე დამზადებული მედიკამენტები შევადაროთ, ჩვენთან მზადდება ერთი დასახელების წამალი, რომელიც არის შედარებით დაბალფასიანი და ეფექტურობაც აქვს დაბალი. იგივე შემადგენლობის წამალი, დამზადებული ევროპაში, ღირს სამჯერ უფრო ძვირი, ვიდრე ჩვენი წარმოების, თუმცა შედეგიც აქვს გაცილებით უკეთესი.

ანუ მათი ეფექტურობის მაჩვენებელი ძალიან განსხვავებულია. ამ ყველაფერზე ვსაუბრობ ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირინე გორგიშელმა.

bpi.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …