მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ფასებისა და მარაგების კონტროლის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა – სექტორი ხარვეზებზე საუბრობს

მედიკამენტების ფასებისა და მარაგების კონტროლის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა – სექტორი ხარვეზებზე საუბრობს

ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც  მედიკამენტების რეალიზატორებმა ჯანდაცვის სამინისტროს პროდუქტების ბრუნვის შესახებ მონაცემები უნდა გაუზიარონ, ხარვეზებით მუშაობს. ამის შესახებ jandacva.ge-ს საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ განუცხადა.

აღნიშნული საიტი გუშინ, 15 მარტიდან ამოქმედდა და ეს სიახლე მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებას უკავშირდება. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პლატფორმის მიზანი წამლების მარაგებისა და პროდუქციის ფასების შესახებ უწყების ინფორმირებაა.

იმ აფთიაქებისთვის, რომლებსაც მარაგების მართვის საკუთარი პროგრამა არ გააჩნიათ, სამინისტრომ ელექტრონული სისტემა შექმნა. სწორედ ამ პლატფორმაზე შეძლებენ ისინი ფარმაცევტული პროდუქტების რეალიზაციას და მარაგების მართვას.

აღნიშნულ დაწესებულებების წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალურ ტრენინგებზე გადაამზადა.

გოგიბერიძის თქმით, დიდ კომპანიებს სამინისტროს ელექტრონულ სისტემასთან საკუთარი რესურსების ჰარმონიზაციის პრობლემა შეექმნათ, რაც, მისი განცხადებით, სამინისტროს მხრიდან მომდინარეობს. პატარა, არაქსელური აფთიაქების შემთხვევაში კი, მისივე ინფორმაციით, მცირე რესურსია გამოყოფილი, რაც მათ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

თუმცა, ლევან გოგიბერიძის თქმით, სამინისტრომ უკვე მოთხოვა კერძო სექტორს, მიაწოდონ ინფორმაცია ხარვეზების შესახებ, რათა მათ გამოსწორებაზე იზრუნოს.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …