მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ბაზრის 90 პროცენტზე მეტს ხუთი კომპანია აკონტროლებს
ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ბაზრის 90 პროცენტზე მეტს აკონტროლებს ხუთი კომპანია და ამ კომპანიების მფლობელები არიან პოლიტიზებული ადამიანები.

მედიკამენტების ბაზრის 90 პროცენტზე მეტს ხუთი კომპანია აკონტროლებს

ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოდის, რომელიც, ძირითადად, ჯენერიკ-მედიკამენტების იმპორტს განახორციელებს და მათ მიერ შემოტანილი პროდუქცია, ბაზრის ფასებთან შედარებით, გაცილებით იაფი იქნება.

ფარმაცევტულ ბაზარზე ახლი მოთამაშის შემოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი ,,თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს ნება, რომ ფარმაცევტული ბაზარი დემონოპოლიზებული გახდეს.

,,ჰუმანითი ჯორჯიას“ შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. დღევანდელ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შეუძლებელია სერიოზული მოთამაშის შემოსვლა. ეს ბაზარი მონოპოლიზებულია. სააკაშვილის დროს მის ხელში იყო, ახლა კი სხვა ადამიანების ინტერესებს ემსახურება. ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ბაზრის 90 პროცენტზე მეტს აკონტროლებს ხუთი კომპანია და ამ კომპანიების მფლობელები არიან პოლიტიზებული ადამიანები. ეს არის მრავალმილიარდიანი კორუფციის ბუდე და, ბუნებრივია, რომ თავისუფალი მოთამაშეების შემოსვლას არავინ არ დაუშვებს.

მედიკამენტები საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო ამ თემას ვერ მოერევა. ეს არის რამდენიმე ადამიანის ხელში არსებული ბიზნესი. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ნება, რომ ფარმაცევტული ბაზარი დემონოპოლიზებული გახდეს, ზოგადად, ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენა, როგორც ცალკე მოვლენა, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა უნდა დაწესდეს მოგების მარჟა, უნდა არსებობდეს მოგების ზღვარი, რაც მედიკამენტებზე ფასების ზედა ზღვარს დაარეგულირებდა. დღეს, ზოგ შემთხვევაში მოგება 300, 400 და 500 პროცენტს აღწევს, რაც ისევ და ისევ საშუალო და სოციალურად დაუცველ ფენას აწევს მძიმე ტვირთად“,- განაცხადა კუკავამ.

kvira.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …