მედიკამენტები განვადებით – პრაქტიკა, რომელიც საქართველოსთვის ახალია. რატომ და ვისთვის გადაწყვიტა ბიზნესმა წამლების განვადებით გაყიდვა? ამ საკითხზე “ჯიპისის” წარმომადგენელი თეა ჯავახიშვილი საუბრობს.
“ჩვენი მესიჯია, რომ ნუ გადაავადებ მკურნალობას, გადაავადე გადახდა. განვადების საკითხი ეს არის დამატებითი შეთავაზება მომხმარებლისთვის, რათა მათ გარკვეულ საკითხებში გვერდში დავუდგეთ”- განაცხადა თეა ჯავახიშვილმა.
რამდენად გავრცელებულია მედიკამენტების განვადებით გაყიდვის პრაქტიკა და ძირითადად რა ტიპის ქვეყნებში, ამაზე წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი თინა ტურძელაძე ისაუბრებს. ამავე თემაზე ისაუბრებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის ანალიტიკოსი ზვიად ხორგუაშვილი.