მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მარტის თვის მონაცემებით საბავშვო აფთიაქმა 114 ლარი შეადგინა
18 დასახელების მედიკამენტის ღირებულების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ მარტის ფანასკერტელის საბავშვო აფთიაქის ღირებულებამ 113 ლარი და 74 თეთრი შეადგინა.

მარტის თვის მონაცემებით საბავშვო აფთიაქმა 114 ლარი შეადგინა

ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელი ფარმა მონიტორის ფარგლებში საბავშვო აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასის  კვლევის შედეგს აქვეყნებს.

ორგანიზაციამ  „ფანასკერტელი ჩვილისა და  პირველადი დახმარების აფთიაქის“ შესწავლის შემდეგ ყურადღება ფანასკერტელი საბავშვო აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიასა და ფასზე გაამახვილა.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა ყველაზე ხშირად მომხარებადი  18 მედიკამენტი, რომლის სია და ფასი ასე გამოიყურება:

ბავშვთა აფთიაქი (3-5წლამდე)

  • დამწვრობისთვის:

თურმანიძის მალამო- 4.99 ლ

  • მოვლის საშუალებები:

ყურის ჩხირები (N100)- 2.12 ლ

საბავშვო კრემი- 7.80 ლ

ბამბა-1.00 ლ

სტერილური ბინტი – 1.04 ლ

ბრილიანტის მწვანე – 0.30 ლ

წყალბადის ზეჟანგი – 1.25 ლ

სპირტი- 1.40 ლ

  • ყელის ტკივილი:

სტრეფსილსი- 8.50ლ

  • გაციება: 

პანადოლი- 8.70 ლ

ვიბურკოლი (სანთლები)-13.37 ლ

  • კუჭ-ნაწლავისთვის:

რეჰიდრონი ოპტიმი -26.00 ლ

ენტეროლი- 8.50 ლ

  • ყურის ტკივილის:

ოტიპაქსი – 7.20 ლ

  • თვალის ტკივილის:

ალბუციდი- 2.00 ლ

  • ანტიჰისტამინური:

ცეტირიზინი-  2.50 ლ

  • მწერებისგან დამცავი:

ფენისტილის  გელი – 11.47 ლ

  • მგზავრობისთვის:

დრამინა- 5.60 ლ

სულ: 113.74 ლ

ჯანდაცვის პლატფორმამ მას შემდეგ, რაც  გამოიკვლია  3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვის  აფთიაქისათვის საჭირო  მედიკამენტების სია, მათი ღირებულება 4  წამყვან  სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა.

18  დასახელების მედიკამენტის ღირებულების შესწავლის შემდეგ  დადგინდა, რომ მარტის ფანასკერტელის  საბავშვო  აფთიაქის ღირებულებამ 113 ლარი და 74 თეთრი შეადგინა.

ფანასკერტელის აფთიაქი კვლავაც გააგრძელებს სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლებისათვის საჭირო აფთიაქის ღირებულების შესწავლას და  მიადევნებს თვალს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ფასთა ცვლილებასა და ზრდა-კლების გამოკვეთილ ტენდენციებს.

commersant.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …