ჯანდაცვის პლატფორმამ ფანასკერტელი ფარმა მონიტორის ფარგლებში ოჯახისათვის საჭირო აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიისა და ფასის კვლევა დაასრულა.
ორგანიზაციამ ფანასკერტელი ჩვილის, პირველადი დახმარების, საბავშვო აფთიაქის შესწავლის შემდეგ ოჯახისათვის აუცილებელი აფთიაქის შემადგენელი პრეპარატებისა და აქსესუარების ფასზე გააკეთა აქცენტი.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა ყველაზე საჭირო და მოხმარებადი 29 მედიკამენტის სია, (ამ სიაში შედის ასევე აქსესუარები) რომელთა ფასი ასე გამოიყურება:
ფანასკერტელის ოჯახის აფთიაქი
- გულის წამლები:
კორსიზი- 1.50ლ
ვალიდოლი- 0.44ლ
ამიაკის ხსნარი- 1.01ლ
კო-ენალაპრილი- 5.30ლ
- ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი:
პარაცეტამოლი- 0.35ლ
იბუპროფენი-2.50ლ
კეტოროლაკი- 9.00ლ
ამბროქსოლი- 1.30 ლ
- თვალის წვეთები:
ალბუციდი- 2.00ლ
ოტიპაქსი- 7.20 ლ
- კუჭ–ნაწლავის:
რეჰიდრონი ოპტიმი -26.00ლ
ფესტალი- 1.76ლ
ნოშპა- 3.92ლ
ნახშირი (თეთრი კარბოაქტივი) 3.49 ლ
- ანტიჰისტამინური:
ცეტირიზინი_ 2.50ლ
- ანტისეპტიკური საშუალებები:
სტერილური დოლბანდი- 1.04ლ
ბამბა- 1.00 ლ
ბრილიანტის მწვანე -0.30ლ
წყალბადის ზეჟანგი – 1.25ლ
იოდი (ბეტადინი) – 0.51ლ
ლეიკოპლასტი- 1 ლ
თურმანიძის მალამო -4.99 ლ
- წნევის დამწევი საშუალებები:
კაპტოპრილი- 4.75 ლ
ადიპინი- 29.40 ლ
- აქსესუარები:
მაკრატელი -2.95 ლ
ხელთათმანი – 0.80 ლ
თერმომეტრი 24.80 ლ
წნევის აპარატი- 29ლ
საინექციო შპრიცი – (30გ) – 0.17ლ
სულ 172.23 ლარი
ჯანდაცვის პლატფორმამ მას შემდეგ, რაც გამოიკვლია ოჯახისათვის აუცილებელი მედიკამენტების სია, მათი ღირებულება 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა.
29 დასახელების მედიკამენტისა და აქსესუარის ღირებულების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ მარტის ფანასკერტელის ოჯახის აფთიაქის ღირებულებამ 172 ლარი და 23 თეთრი შეადგინა.
ფანასკერტელის აფთიაქი აგრძელებს ფარმა მონიტორს სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლებისათვის საჭირო აფთიაქის ღირებულების შესწავლის მიზნით და თვალყურს ადევნებს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ფასთა ცვლილებასა და ზრდა-კლების გამოკვეთილ ტენდენციებს.