რეგულირების სააგენტომ ბაზრიდან „ტუტუკონი ნეო“ გამოითხოვა. ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს და ამ გადაწყვეტილებას ასე ხსნის:
„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში შემოვიდა ევროკავშირის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მხარდაჭერის გუნდის შეტყობინება, ფარმაცევტული პროდუქტის – ტუტუკონი ნეო-ს ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის ტუტუკონი ნეო, 250მლ შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონი №1 (მწარმოებელი: Miquel Y Garriga, S.L., ესპანეთი) ესპანეთის მარეგულირებელი ორგანოს მიერ ბაზრიდან გამოთხოვა განხორციერლდა მწარმოებლი ქარხნის (Miquel Y Garriga, S.L.) კარგ საწარმოო პრაქტიკასთან (GMP) შეუსაბამობის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით, განხორციელდა ფარმაცევტული პროდუქტის: ტუტუკონი ნეო, 250მლ შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონი №1 (მწარმოებელი: Miquel Y Garriga, S.L., ესპანეთი) ბაზრიდან გამოთხოვა.
ზემოაღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორები, დისტრიბუტორები და რეალიზატორები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ზემოაღნიშნული პროდუქტის საქართველოში იმპორტირებული ყველა სერიის რეალიზაციის შეჩერება და ბაზრიდან გამოთხოვა და გატარებული ღონისძიებების და არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაციის (სერია, რაოდენობა) წარდგენა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში.
ბაზრიდან გამოთხოვილი ფარმაცევტული პროდუქტის შემდგომი განკარგვის შესახებ სააგენტო იმსჯელებს საკითხზე მწარმოებლის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოწოდების საფუძველზე.“
აღნიშნული მედიკამენტი შარდ-კენჭოვანი დაავადების დროს გამოიყენება.