ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და jandacva.ge-ის გამოკითხვას გლობალური ალიანსის და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის ,,რა გაწუხებთ“ შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, თავისუფალი დემოკრატების წევრი მაია ფანჯიკიძე შეუერთდა.
კითხვაზე, როგორც მოქალაქეს რა გაწუხებთ ჯანდაცვის კუთხით, ფანჯიკიძე მედიკამენტების სიძვირეს ასახელებს. მისი თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით წამლები საქართველოში იაფია, თუმცა ის შესაბამისობაში არ მოდის მოსახლეობის შემოსავალთან.
გლობალური ალიანსისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სოციალური კამპანია 22 იანვრიდან დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის გამოკითხვას ჯანდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებით. სოციალური კამპანიის მიზანია ზუსტად განისაზღვროს მოსახლეობის სურვილები და მოლოდინები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების განხირციელების დროს გაითვალისწინებს.