მთავარი » სოციალური » ლილოში მდებარე მიუსაფართა თავშესაფარი ზამთრის სეზონზე ბენეფიციართა მომსახურებისთვის მზად არის
ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიუსაფართა თავშესაფარი, ზამთრის სეზონზე ბენეფიციართა მომსახურებისთვის მზად არის

ლილოში მდებარე მიუსაფართა თავშესაფარი ზამთრის სეზონზე ბენეფიციართა მომსახურებისთვის მზად არის

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიუსაფართა თავშესაფარი, ზამთრის სეზონზე ბენეფიციართა მომსახურებისთვის მზად არის.

მისი თქმით, თავშეფსაფარი რომელიც 240 ადამიანზეა გათვლილი, ბენეფიციართა საჭირო პირობებს სრულად აკმაყოფილებს, ისინი სხვა ძირითად მომსახურებასთან ერთად პირველად სამედიცინო დახმარებასაც იღებენ.

„მიუსაფართა თავშესაფარი, უკვე 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს. გათვლილი არის 240 მიუსაფარ პირზე. იგი აღჭურვილია ყველა იმ აუცილებელი ტექნიკური პირობით, რომ მოხდეს ამ ადამიანების დაკმაყოფილება, ეს იქნება ცხელი სადილი, რა თქმა უნდა, მათ ექნებათ აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები, პირველადი სამედიცინო მომსახურება და ცხადია, ყველა ის ჰიგიენური საშუალება რაც აუცილებელია ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებისათვის.

ამ დროისთვის აღნიშნული თავშესაფარი აკმაყოფილებს თბილისში არსებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, ახლის აშენების საჭიროება ამ წუთში, არ დგას, ვინაიდან საშუალო დატვირთვა ამ თვშესაფრის არის 120-დან 180 ბენეფიციარამდე. გვახსოვს, რომ კარვებში იყვნენ ეს ადამიანები განთავსებულები, სანიტარული მდგომარება მნიშვნელონად კარგია, ვიდრე ეს ადრე იყო“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …