მთავარი » ახალი ამბები » ლევან კობერიძე და დავით სერგეენკო მედიკოსებს შეხვდნენ
„ჯანდაცვის რეფორმა არის ”ქართული ოცნების” ყველაზე ხელშესახები მიღწევა,ეს არის ჩვენი საერთო მონაპოვარი - ლევან კობერიძე.

ლევან კობერიძე და დავით სერგეენკო მედიკოსებს შეხვდნენ

ჩემთვის საყოველთაო ჯანდაცვა არის ჩვენი საზოგადოების სოლიდარულობის საუკეთესო გამოხატულება, ეს არის სისტემა, რომლის დახმარებითაც ქვეყანაში შექმნილი საერთო სიკეთე სამართლიანად ნაწილდება მის ყველა მოქალაქეზე,

– ამის შესახებ ”ქართული ოცნების” მუხიანი-გლდანის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ქართული ოცნება-დმოკრატიული საქართველოდან” აცნობეს, მუხიანი-გლდანის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მედიკოსებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.

„ჯანდაცვის რეფორმა არის ”ქართული ოცნების” ყველაზე ხელშესახები მიღწევა. ეს არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რომელსაც ყველა მოქალაქე გრძნობს და რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ჯანდაცვის მინისტრი მედ-პერსონალს ჯანდაცვის არსებულ სისტემის გაუმჯობესებისა და დახვეწის გზებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …