მთავარი » ახალი ამბები » ლევან გოფოძე: „აცრილებში და აუცრელებში სიკვდილიანობა კატასტროფულად განსხვავებულია“

ლევან გოფოძე: „აცრილებში და აუცრელებში სიკვდილიანობა კატასტროფულად განსხვავებულია“

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინფიცირების იმდენი შემთხვევა აღარაა, რაც აგვისტოს პიკის დროს იყო  და 5-6-ათასს აღწევდა, ეს არ ნიშნავს, რომ ვაცქინაციის აუცილებლობამ იკლო. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლეტალობის სტატისტიკაში აცრილების დაბალი წილი ადასტურებს, რომ ვაქცინაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია.

აცრილებში და აუცრელებში სიკვდილიანობა კატასტროფულად განსხვავებულია. ეს რიცხვები გვიმტკიცებს, რომ აცრა ამ ეტაპზე მძიმე მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალია,“- განაცხადა ლევან გოფოძემ და აღნიშნა, რომ იმისთვის,რათა სიკვდილანობამ იკლოს და ისევ ლოკდაუნში არ აღმოვჩნდეთ, იმუნიზაცია სწრაფი ტემპით უნდა გავაგრძელოთ. რაც შეეხება სავალდებულო ვაქცინაციას, მისი თქმით, იძულების ფორმა პროტესტს იწვევს, მაგრამ  რაიმე ფორმით უნდა არსებობდეს ვალდებულება იმ ადამიანებზე, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფში შედიან ან დიდია იმის ალბათობა, რომ მათ სხვა დააინფიცირონ.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …