მთავარი » ახალი ამბები » სააფთიაქო ნარკომანიასთან საბრძოლველად რეგულაციები მკაცრდება
კილაძის განცხადებით მიმდინარეობს მუშაობა რეგულაციებზე რაც კანონმდებლობაში უნდა ჩაიდოს, რომ ამ გზით ეფექტური აღმოჩნდეს ბრძოლა სააფთიაქო ნარკომანიასთან.

სააფთიაქო ნარკომანიასთან საბრძოლველად რეგულაციები მკაცრდება

რეცეპტის ინსტიტუტის შემოღების მიუხედავად ქვეყანაში სააფთიაქო ნარკომანიის თემა კვლავ აქტუალურია.

დღეს არსებული კანონით, სამართალდამრღვევი აფთიაქი პირველ ჯერზე ჯარიმდება 6 000 ლარით, მეორე შემთხვევაში – 12 ათასი ლარით, მესამე სამართალდარღვევას კი აფთიაქისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა მოსდევს. მიუხედავად ამისა მოქმედი კანონმდებლობა აფთიაქის მეპატრონეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ კანონი დაარღვია, საშუალებას აძლევს ხელახლა დარეგისტრირდეს ამჯერად უკვე ახალი სახელით.

როგორია სააფთიაქო ნარკოამანისთან დაკავშირებით ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის პოზიცია? ამ საკითხზე jandacva.ge-ის პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა კილაძემ    ისაუბრა.

,,2000-იანი  წლების დასაწყისში გატარდა რეფორმები და  ტრადიცული ნარკოტიკები აღარ შემოდის ქვეყანაში. მათ მაგივრად მივიღეთ კუსტარული ნარკოტიკები, რომელთა  ინგრედიენტები თავისუფლად იყიდებოდა აფთიაქებში, კრაკადილი, ჯეფი, ვინტი.  განხორციელდა ეფექტური ღონისძიება სააფთიაქო შეზღუდვების გზით. კომპლექსურმა მიდგომამ საზოგადოებრივმა კამპანიებმა, პრევენციამ, შეზღუდვამ აჩვენა, რომ ეს ნარკოტიკები აღარ არის აქტუალური. ამ ფონზე აქცენტი გადავიდა 6 ნივთიერებაზე, მე მათ სპეციალურად არ დავასახელებ.  დღეს სწორედ ამ ნივთიერებების პრობლემაა სააფთიაქო ნარკომანიაში.”

ლაშა კილაძის ინფორმაციით ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაყიდვის ბრალდებით 40-მდე აფთიაქი იქნა დაჯარიმებული. თუმცა აფთიაქების დიდი ნაწილი კვლავ აგრძელებს ამ საქმიანობას. კილაძის განცხადებით მიმდინარეობს მუშაობა რეგულაციებზე რაც კანონმდებლობაში უნდა ჩაიდოს, რომ ამ გზით ეფექტური აღმოჩნდეს ბრძოლა სააფთიაქო ნარკომანიასთან. ის მიიჩნევს, რომ მედიმანენტების რეცეპტის გარეშე გაყიდბა ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის ტოლფასი დანაშაულად შეფასდეს.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …