მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ლალი ფხალაძე: მედიკამენტებზე დაბალ ფასს მოსახლეობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს
ჰუმანითი ჯორჯიას მედიკამენტები თუ ხარისხიანი იქნება და მითუმეტეს, ვიცით, რომ ფასი დაბალია, ამას ჩვენი მოსახლეობისათვის დიდი მნიშვნელობა ექნება.

ლალი ფხალაძე: მედიკამენტებზე დაბალ ფასს მოსახლეობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს

“თუ “ჰუმანითი ჯორჯიას” მიერ შემოტანილი მედიკამენტები, იაფთან ერთად, ხარისხიანიც იქნება, ამ ფაქტს მხოლოდ მივესალმები”,

 – აცხადებს გინეკოლოგი ლალი ფხალაძე და ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის “ჰუმანითი ჯორჯიას” შემოსვლასთან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს აკეთებს:

“ჰუმანითი ჯორჯიას” მედიკამენტები თუ ხარისხიანი იქნება და მითუმეტეს, ვიცით, რომ ფასი დაბალია, ამას ჩვენი მოსახლეობისათვის დიდი მნიშვნელობა ექნება. ყველას ნამდვილად არა აქვს საშუალება, რომ ბრენდული მედიკამენტი შეიძინოს. ამ შემთხვევაში, როცა ფასი ხელმისაწვდომია და შესაბამისად, ხარისხიც მისაღები, ვფიქრობ, წარმატებული საქმე გამოვა. რაც მეტი არჩევანი გვექნება, მით უკეთესი”, – განაცხადა ლალი ფხალაძემ.

მანვე კომენტარი გააკეთა იმ სტერეოტიპზე, რომელიც ინდური წარმოების მედიკამენტებთან დაკავშირებით  ჩვენში არსებობს.  ფხალაძე მიიჩნევს, რომ გააჩნია მწარმოებელ ქარხანას და არა ქვეყანას.

“სტერეოტიპი იმის თაობაზე, თითქოს ყველა ინდური მედიკამენტი უხარისხოა, არ არის მართებული. გააჩნია ქარხანას, რომელშიც ეს პრეპარატი იწარმოება და იმას, თუ რამდენად აკმაყოფილებს ის ევროპულ სტანდარტებს. პრეპარატს უნდა ჰქონდეს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო ქარხანა უნდა აკმაყოფილებდეს ჯიემპი ხარისხის მოთხოვნებს”, – აცხადებს ლალი ფხალაძე.

როგორც კომპანიაში “ჰუმანითი ჯორჯია” აცხადებენ, მათ მიერ შემოტანილ მედიკამენტებს გააჩნიათ ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატები, ხოლო ქარხნები აკმაყოფილებენ ჯიემპი სტანდარტებს.

ipress.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …