მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობა ყველაზე დადებითად შეფასდა
კვლევის თანახმად, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მუშაობა ყველაზე დადებითადაა შეფასებული.

კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობა ყველაზე დადებითად შეფასდა

“ახალგაზრდული ცენტრმა” პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების რეიტინგის დასადგენად მიმდინარე სოციოლოგიური კვლევის შუალედური ანგარიში “პირველ პრესკლუბში” წარადგინა.

კვლევის თანახმად, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მუშაობა ყველაზე დადებითადაა შეფასებული.

კითხვაზე, როგორ შეაფასებთ თითოეული სამინისტროს მუშაობას? – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 30.7% (276 რესპონდენტი);
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო 15.9% (143 რესპონდენტი);
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 15.4% (139 რესპონდენტი);
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 11.9% (107 რესპონდენტი);
  • საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო 9.7% (87 რესპონდენტი);
  • ხოლო აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა 6.1%-ს უჭირს.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, კვლევა მაისში დაიწყო და მასში უკვე 900-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. კვლევას თსუ-ს სოციოლოგები ატარებენ.

pia.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …