25 ივნისს, თბილისში ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალის მიზანია დამსაქმებლების და ახალგაზრდების დაკავშირებას, სამუშაოს მაძიებლების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობას.
სპეციალურად, Job Fest-ისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-პორტალზე Worknet.gov.ge ახალი სოფტი შეიქმნა. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდები უნდა დარეგისტრირდნენ jobfest.ge-ზე.
რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ ფესტივალზე დასასწრებ JOB fest-ის ბარათს. რა შესაძლებლობებს ხსნის ფესტივალი დაინტერესებული მაყურებლებისათვის დეტალურ ინფორმაციას სტუმრები გააცნობენ.
სტუმარი :
- ელზა ჯგერენაია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
- მარიკა ზაქარეიშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პარტნიორების განვითარებისს სამმართველოს უფროსი
- ირაკლი გვილავა – ქ.თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი