მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ინდური წარმოების მედიკამენტს ანალოგიური მოქმედება და შედეგი აქვს, როგორც ევროპული წარმოებისას
ინდური წარმოების მედიკამენტს ანალოგიური მოქმედება და შედეგი აქვს, როგორც ევროპული წარმოებისას. მთავარია იყოს ხარისხიანი და მოქმედება ჰქონდეს შედეგობრივი.

ინდური წარმოების მედიკამენტს ანალოგიური მოქმედება და შედეგი აქვს, როგორც ევროპული წარმოებისას

ჯენერიკ მედიკამენტების პრაქტიკაში გამოყენებისა და მის მიმართ სანდოობის საკითხს პედიატრი ხათუნა ახალმოსულიშვილი გამოეხმაურა:

„ჯენერიკ მედიკამენტებს ვიყენებ, ბუნებრივია, თუმცა გააჩნია დაავადებას და თავად ჯენერიკსაც. ჩემი ოჯახი წევრებისთვისაც უარს არ ვამბობ მათზე და პაციენტებსაც ვუნიშნავ. ჯენერიკების, ისევე როგორც ორიგინალი პრეპარატების მიმართ ნდობა ყალიბდება პრაქტიკიდან გამომდინარე. როდესაც რომელიმე მედიკამენტს დადებითი შედეგი აქვს უმრავლეს შემთხვევაში, მათზე უარს არ ვამბობთ“.

პედიატრი მედიკამენტის მოხმარებასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს გამოყოფს, კერძოდ, თუ  რამდენად სანდოა მედიკამენტი და ის კომპანიაც, რომელიც ამ მედიკამენტს აწარმოებს.

„მედიკამენტის დანიშვნისას კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის მოთხოვნებსა და  მის შესაძლებლობებს. ზოგიერთი მათგანი, ფინანსური პრობლემების მიუედავად,  თავად ითხოვს, ძვირიანი და ორიგინალი პრეპარატის დანიშვნას. საბოლოო ჯამში, ექიმს ბევრი ფაქტორის გათვალისწინება უწევს ჯენერიკების დანიშვნისას.

პირადად კი, როგორც ექიმისთვის მნიშვნელობა არ აქვს მედიკამენტის მწარმოებელ ქვეყანას, ანალოგიური  პრობლემა არც პაციენტების მხრიდან შემქმნია. ელემენტარულად, ინდური წარმოების მედიკამენტს ანალოგიური მოქმედება და შედეგი აქვს, როგორც ევროპული წარმოებისას. მთავარია წამალი იყოს ხარისხიანი და მოქმედება ჰქონდეს შედეგობრივი, მწარმოებელ ქვეყანას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“.

primetimenews.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …